1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შეიძინოს სადაზღვევო პოლისები საპენსიო ფონდის, მმართველობითი საბჭოს წევრების და საპენსიო ფონდის თანამშრომლების კანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებების დასაზღვევად. აღნიშნული სადაზღვევო პოლისები უნდა ფარავდნენ საპენსიო ფონდის დონეზე საოპერაციო პასუხისგებლობას, მათ შორის, ინსტიტუციურ შეცდომებსა და გამოტოვებებს, რაც გულისხმობს საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარე შეცდომების/ხარვეზების, მესამე მხარის მიერ საჩივრების, სასამართლო ხარჯებისა და საპენსიო ფონდის რეპუტაციული ზიანისაგან დაზღვევას.
2. სადაზღვევო პოლისების საფასური დაფინანსდება საპენსიო ფონდის მიერ, იმ პირობით, რომ აღნიშნული პოლისები დაფარავს მხოლოდ მმართველობითი საბჭოს წევრებისა და საპენსიო ფონდის თანამშრომლების პასუხისმგებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში.
3. ფიდუციური პასუხისმგებლობისა და შეცდომებისა და გამოტოვებების პოლისის შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია კონკურენტული სადაზღვევო წინადადებების მისაღებად პოლისის ნაწილის პირობად დაადგინოს, რომ საპენსიო ფონდის მიერ ფრანშიზის ფარგლებში მოხდება ზიანის ანაზღაურება გარკვეული ზღვრის ფარგლებში. აღნიშნული ზღვრის დასადგენად მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ეროვნულ ბანკ