1. გენერალური დირექტორი შეიმუშავებს დავების განხილვის ცენტრის დებულებასა და შიდა პროცედურებს და წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. დავების განხილვის ცენტრისათვის მიმართვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ნებისმიერი სახის პრეტენზია საპენსიო ფონდის მიმართ, ასევე მესამე პირებისათვის, რომელთაც სურთ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება.
2. დავების განხილვის ცენტრის შიდა მექანიზმები უნდა ითვალისწინებდეს პრეტენზიის ან/და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ელექტრონული ან სხვა ფორმით. დავების გადაწყვეტის ცენტრმა უნდა განიხილოს მისთვის წარდგენილი პრეტენზია/საჩვარი 30 კალენდარული დღის განმავლობაში და მიიღოს გადაწყვეტილებ