1. საგზაო სამართალდარღვევების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო სამართალდარღვევების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ადმინისტრაციული წარმოებისა და აღსრულების სამმართველო.
3. საგზაო სამართალდარღვევების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დეპარტამენტისთვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ან/და მათ შემადგენელ ნაწილებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილზე შემოწმებების განხორციელება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, დადგენილებებისა და ელექტრონული დადგენილებების გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება და მათი აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სააღსრულებო ფურცლების მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და განმარტებების გამოთხოვა და მიღება სახელმწიფო უწყებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი მითითებების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
კ) დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების ან მათი შედეგების დემონტაჟის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) დემონტაჟის, აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების განსაზღვრისა და ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე ინსპექტირება;
მ) საავტომობილო გზისთვის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის მიყენებული ზიანის გამოვლენა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) სამართალდარღვევების გამოვლენისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სპეციალური აღჭურვილობის, მათ შორის, ვიდეო-აუდიოჩაწერის საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო ბაზების წარმოება;
პ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო სამართალდარღვევების სამსახურის საგზაო ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „დ“ - „ზ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო სამართალდარღვევების სამსახურის ადმინისტრაციული წარმოებისა და აღსრულების სამმართველო;
გ) „ა“, „თ“, „კ“ - „ნ“ და „ჟ“ - „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო სამართალდარღვევების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ