1. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო პროექტების განხორციელების სამმართველო;
ბ) დოკუმენტური უზრუნველყოფის სამმართველო.
3. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყების მონიტორინგი;
დ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ე) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
პ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს საგზაო პროექტების განხორციელების სამმართველო და დოკუმენტური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებენ კომპეტენციის შესაბამისა