ნაპირდაცვის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ