გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს ტყის კოდექსი;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“;

ა.თ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ა.ი) საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;

ა.კ) საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;

ა.ლ) საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;

ა.მ) საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;

ა.ნ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ა.ო) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დარგი/სპეციალობა: სასურველი – ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა ან გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი; სასურველი – გარემოს დაცვის მიმართულებით;

დ) კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – GPS ტექნოლოგიის ცოდნ