განსახლების სამსახურის პროექტის მენეჯერს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ა.ზ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

დ) კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, AutoCAD, ArcGIS სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თავი XVIII

გარემოს დაცვის სამსახუ