გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს ტყის კოდექსი;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ“;
ა.ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“;
ა.თ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
ა.ი) საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
ა.კ) საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
ა.ლ) საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
ა.მ) საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
ა.ნ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.ო) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დარგი/სპეციალობა: სასურველი – ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა ან გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური ან რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; სასურველი – გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
დ) კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – GPS ტექნოლოგიის ცოდნ