აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ა.ე) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ა.ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №10/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო – ინჟინერია ან მშენებლობა. უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ