1. საპროექტო სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. საპროექტო სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) ნაპირდაცვის პროექტების სამმართველო;
გ) ტექნიკური ნებართვების სამმართველო.
3. საპროექტო სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;
თ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების, ხელოვნურ ნაგებობის მიმართ განსახორციელებელი სამუშაოების, სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება;
ი) შესაბამის პროექტებში, საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
კ) დეპარტამენტის მიერ საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების შემუშავების უზრუნველყოფა;
მ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების დადგენის უზრუნველყოფა;
ნ) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ჟ) საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
რ) საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში);
ს) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო პროექტების მიმართ ასრულებს საპროექტო სამსახურის საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ნაპირდაცვი/ნაპირაღდგენის პროექტების მიმართ და „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საპროექტო სამსახურის ნაპირდაცვის პროექტების სამმართველო;
გ) „ჟ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საპროექტო სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველო;
დ) „ტ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საპროექტო სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ