1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთეულს) თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსს (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები).

5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).

6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი) შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) წინაშ