1. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახლმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ერთეულებს).
2. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანასებული პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
3. აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული:
ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) შესაბამისი საგზაო სამუშოებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
დ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (ერთეულებში) გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება, შეთანხმება;
პ) საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის);
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
რ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავების უზრუნველყოფის სამეურნეო საქმიანობის კონტროლი;
ს) სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;
ტ) ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;
უ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ქ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ც) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ძ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ