1. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო;

ბ) განვითრების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო.

3. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დადგემვა;

ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების და დოკუმენტების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშვება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით;

ე) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) პროექტების დაგეგმვის ეტაპზე პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) დასრულებული საავტომობილო გზებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ობიექტების აღრიცხვა, მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და დახარისხება;

კ) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაციის, აღწერისა და რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება დაგეგმარების შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებისას;

მ) საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, მათი დამუშავება და სრულყოფა;

ნ) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით შესაბამისი პროექტების დაფინანსებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება, მათთვის სამომავლო პროექტების გაცნობა და დეპარტამენტის წარმოდგენა მათთან ურთიერთობაში;

ო) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითრების მიზნით, ინვესტიციების, გრანტებისა და სესხების მოზიდვა;

პ) განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვა და შემუშავება;

ჟ) განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და განვითარების პარტნიორების ინფორმირება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების (შემდგომში – მშენებელი) და შესაბამის სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – ზედამხედველი) მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ;

ტ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან), მშენებელთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, საავტომობილო გზებზე განთავსებული ცვლადი და ტექსტური საინფორმაციო ნიშნების მართვა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულთან) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობის გზით;

ფ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საავტომობილო გზის მომხმარებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მობილური აპლიკაციების შემუშავება, შემუშავებულ აპლიკაციებში საგზაო რეჟიმის ასახვა და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, აპლიკაციის განვითარების ტექნიკური ჯგუფისათვის წინადადებების წარდგენა;

ქ) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, მომსახურების სისტემის მართვა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;

ღ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა (ITS) და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნის, განვითარებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება, ინფორმაციების დამუშავება და სისტემაში ასახვა, აღნიშნული სისტემების მართვა და განვითარება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ძ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

წ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტის:

ა) „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო;

ბ) „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) „რ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო;

დ) „ყ“-„წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ