1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

დ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის ემბლემას;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები, სამუშაო ჯგუფები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მინდობილობებს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;

ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

მ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

ნ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოიწვიოს კონკრეტული სფეროს სპეციალისტები;

ო) ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი