1. საგზაო უსაფრთხოების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება, უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების, სახეობების, გამომწვევი მიზეზების და შედეგების მიხედვით კლასიფიკაცია, ანალიზი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების კონცენტრაციის ადგილების გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შემოწმების, დამტკიცების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პროცედურების მიხედვით საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მონიტორინგის განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საავტომობილო გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საპროექტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;

მ) დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების არსებული მდგომარების გაუმჯობესების პროექტებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ნ) დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესყიდულ სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ