1. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული:

ა) საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ დეპარტამენტის მიერ შემუშევბული ყოველწლიური გეგმების შესრულების მონიტორინგი;

გ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით, დეპარტამენტის დაკვეთით საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის, სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

დ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი;

ე) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ზედამხედველების მიერ მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;

ვ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) ზედამხედველებისგან დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ზ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, შესაბამისი პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;

თ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ი) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) დასრულებული მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ