1. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია (ერთეულია).

2. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში:

ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშოების პროექტების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების პერსპექტიული და ყოველწლიური პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების შესახებ დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) საავტომობილო გზებზე რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი და კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;

დ) შესრულებული რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიღებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ზედამხედველების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (ერთეულებში) გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ე) შესრულებული რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) რეაბილიტაციის და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესწავლა, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების წარდგენა;

ზ) საავტომობილო გზებისა და მისი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის);

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით სარეაბილიტაციო, მიმდინარე და პერიოდული სამუშაოების მიმდინარეობის დროს;

ი) დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტაციისა და მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ