1. ადმინისტრაციული სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. ადმინისტრაციულ სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) შიდა მონიტორინგის სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.

3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება

ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის ან/და შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) დეპარტამენტში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დეპარტამენტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მომზადება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის ან/და შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეული) საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;

ე) დეპარტამენტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის, დეპარტამენტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესაბამის ვადებში შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

თ) დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოება;

კ) საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ლ) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;

მ) დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მიწოდებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტარციული სამსახურის შიდა მონიტორინგის სამმართველო;

ბ) „გ“-„ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული  სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) „კ“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) „ნ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის  ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ