1. იურიდიული სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. იურიდიულ სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო;

3. იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;

გ) სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით:

თ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან (ერთეულებიდან) ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება;

თ.გ) დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ.დ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;

ი) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა ან სამართლებრივი ექსპერტიზა;

კ) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ასევე, გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათი ცვლილებების სამართლებრივი კუთხით ვიზირება;

ლ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;

მ) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) წინადადების საფუძველზე, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გატარების უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) „ი“-„ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის  სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) „ო“-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის  ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ