1. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
გ) ადამიანური რესურსების მართვასა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
დ) დეპარტამენტში სტაჟირებასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და მათთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის ხელშეწყობა და მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების მიზნით, მათი საჭიროებებიოს კვლევა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
ზ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის განვითრების მიზნით, სასწავლო პროგრამების მოძიება;
თ) დეპარტამენტის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;
ი) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფაილური სისტემების კატალოგების წარმოება;
ლ) დეპარტამენტის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;
მ) დეპარტამენტის მოხელეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ერთეულთან) თანამშრომლობით, დეპარტამენტის მოხელეების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება/განახლება და თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ნ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საშვების დამზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ