1. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. გარემოსა და საოციალურ საკითხთა სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) განსახლების სამმართველო;

ბ) რეგისტრაციის სამმართველო;

გ) გარემოს დაცვის სამმართველო.

3. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების, განსახლების გეგმების დამუშავებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამუშავების კუთხით;

გ) მომზადებული განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო-დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების წინასწარი რედაქციების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათ საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი წესების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, განსახლების და გარემოსდაცვითი ჩარჩოდო-კუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების საბოლოო რედაქციების შესაბამისი განვითარების პარტნიორებისა და უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით;

ე) განვითარების პარტნიორების არანებაყოფლობითი განსახლებისა და გარემოსდაცვითი შეფასების უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო-დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული განსახლების გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შეთანხმებული გარემოს დაცვისა და განსახლების გეგმის შესრულების მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და შესაბამისი განვითარების პარტნიორებისთვის წარდგენა;

ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოს დაცვის და განსახლების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

თ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ი) განსახლების პროცესში, განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ფარგლებში:

ი.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;

ი.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება;

ი.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;

კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას კერძო მესაკუთრეთა მიერ დეპარტამენტში წარდგენილი საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;

ლ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის უფლებამოსილი სუბიექტებისგან გამოთხოვა, მიღებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

მ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი ან/და მცდარი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზუსტი საკადასტრო მონაცემებით სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტის მიერ გამოსყიდულ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო მესაკუთრეთათვის დეპარტამენტის მიერ ჩამორთმეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ო) საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მომზადებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

პ) იმ საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

რ) განსახლებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინდადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განსახლების კუთხით და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის განსახლების სამმართველო;

ბ) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს გარემოს დაცვის კუთხით ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის გარემოს დაცვის სამმართველო;

გ) „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის რეგისტრაციის სამმართველო;

დ) „ს“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს  გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ