1. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).
2. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) შესყიდვების სამმართველო;
ბ) ანგარიშგების სამმართველო.
3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენისა და სხვა სამუშაოებთან, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის განხორციელება;
გ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი;
ვ) დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის განთავსება;
ზ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცედურების განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარება და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველო;
გ) „ბ“, „ე“, „ვ“ და „თ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ