1. საერთაშორისო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული).

2. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) შესყიდვების სამმართველო;

ბ) ანგარიშგების სამმართველო.

3. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) განვითარების პარტნიორების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებით, წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, აგრეთვე გამოყოფილი სესხისა და გრანტის ათვისების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;

გ) განვითარების პარტნიორებისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ;

დ) მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება და მისი ორგანიზება;

ე) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას, განვითარების პარტნიორების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების  სამსახურის შესყიდვების სამმართველო;

გ) „ვ“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საერთაშორისო შესყიდვების  სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ