1. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს ორგანიზებული ენერგოდანადგარების მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, გეგმური რემონტი, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები.
2. პასუხისმგებლობა მოწყობილობებისა და შენობება-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე, სარემონტო სამუშაოების მოცულობების შესრულებაზე, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების სისრულეზე, სარემონტო სამუშაოების დაგეგმილი მოცულობების მარაგნაწილებითა და მასალებით უზრუნველყოფაზე, ასევე შესრულებული სარემონტო სამუშაოების ვადებსა და ხარისხზე ეკისრება საწარმოოს ხელმძღვანელს ან მესაკუთრეს.
3. ენერგოდანადგარების და შენობა-ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და გეგმური რემონტების მოცულობა უნდა განისაზღვროს გამართული და მუშაობის უნარიანი მდგომარეობის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, მათი ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ელექტროსადგურებისა და ქსელების მოწყობილობების, შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზაციის წესებითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით.
4. ყველა სახის რემონტების პერიოდულობა და ხანგრძლივობა დადგენილია ელექტროსადგურებისა და ქსელების მოწყობილობების, შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზაციის წესებითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით.
5. ენერგობლოკების კაპიტალურ რემონტებს შორის საექსპლუატაციო პერიოდისა და რემონტის (კაპიტალური, საშუალო) ხანგრძლივობის გაზრდა ნორმატიულთან შედარებით უნდა განხორციელდეს ელექტროსადგურებისა და ქსელების მოწყობილობების, შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზაციის წესებით.
6. რემონტების წარმოების ორგანიზაცია, საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება, დაგეგმარება და მომზადება, რემონტში გამოყვანა და რემონტის წარმოება, აგრეთვე გარემონტებული მოწყობილობების მიღება და რემონტის ხარისხის შეფასება უნდა მოხდეს Eელექტროსადგურებისა და ქსელების მოწყობილობების, შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზაციის წესებით.
7. რემონტის დაწყების წინ და და მისი წარმოებისას კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ტექნიკური ხელმძღვანელი, გამოვლენილ უნდა იქნეს ყველა დეფექტი. კრიტერიუმები, რომელთაც უნდა შეესაბამებოდეს გარემონტებული მოწყობილობა, შენობა-ნაგებობა, დადგენილია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით.
8. მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების შეკეთებაში ჩაყენება და მუშაობაში შეყვანა უნდა ხდებოდეს სადისპეტჩერო განაცხადის საფუძველზე რემონტების წლიურ გრაფიკებში მითითებულ ვადებში და იყოს შეთანხმებული იმ ორგანიზაციასთან, რომლის ოპერატიულ მართვაში ან ოპერატიულ გამგებლობაში იმყოფებიან ისინი.
9. მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების მიღება კაპიტალური და საშუალო რემონტიდან უნდა წარმოებდეს კომისიის მიერ პროგრამით, შეთანხმებული შემსრულებელთან და დამტკიცებული ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ. მიმღები კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს დადგენილი ენერგოობიექტის ხელმძღვანელის ბრძანებით.
10. ელექტროსადგურების, 35 კვ და მეტი ძაბვის ელექტრული ქსელების მოწყობილობები კაპიტალური და საშუალო რემონტების შემდეგ ექვემდებარებიან დატვირთვის ქვეშ მიღება-ჩაბარების გამოცდებს 48 სთ-ის განმავლობაში.
11. მოწყობილობის რემონტიდან მიღებისას უნდა მოხდეს რემონტის ხარისხის შეფასება, რაც მოიცავს:
ა) გარემონტებული მოწყობილობის ხარისხს;
ბ) შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების დონეს.
12. მოწყობილობის რემონტიდან მიღებისას რემონტის ხარისხის შეფასება დგინდება:
ა) წინასწარ – მიღება-ჩაბარების გამოცდების დამთავრებისას;
ბ) საბოლოოდ – თვის კონტროლირებადი ექსპლუატაციის შედეგების მიხედვით, რომლის განმავლობაში უნდა იყოს დამთავრებული მოწყობილობის მუშაობის შემოწმება ყველა რეჟიმში, ჩატარებული ყველა სისტემის გამოცდები და გაწყობითი სამუშაოები.
13. კაპიტალური და საშუალო რემონტების დამთავრების დროდ ითვლება:
ა) ენერგობლოკებისათვის, თბოელექტროსადგურების (თესი) ორთქლის ტურბინებისათვის, ჰიდროაგრეგატებისა და ტრანსფორმატორებისათვის გენერატორის (ტრანსფორმატორის) ქსელში ჩართვის დრო;
ბ) ელექტრული ქსელებისათვის – ქსელში ჩართვის მომენტი, თუ ძაბვის ქვეშ ჩართვისას ადგილი არ ჰქონდა მოწყობილობის უარს; ძაბვის მოხსნის გარეშე რემონტისას – ოპერატიული პერსონალის მიერ მორიგე დისპეტჩერისათვის სამუშაოს დამთავრების შესახებ შეტყობინების მომენტი.
14. თუ მიღება-ჩაბარების გამოცდების პერიოდში აღმოჩენილ იქნა მოწყობილობის ნომინალური დატვირთვით მუშაობის ხელშემშლელი დეფექტები ან დეფექტები, რომლებიც მოითხოვენ მოწყობილობის გადაუდებლად გაჩერებას, მაშინ რემონტი ითვლება დაუმთავრებლად ამ დეფექტების აღმოფხვრამდე და მიღება-ჩაბარების გამოცდების ხელმეორედ ჩატარებამდე.
მიღება-ჩაბარების გამოცდების პროცესის განმავლობაში მოწყობილობის ცალკეული შემადგენელი ნაწილების ნორმალური მუშაობის დარღვევის შემთხვევაში, რომლის დროსაც არ მოითხოვება მოწყობილობის გადაუდებელი გაჩერება, მიღება-ჩაბარების გამოცდების გაგრძელების საკითხს წყვეტს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი რემონტის შემსრულებელთან შეთანხმებით. ამავე დროს აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა ხდება რემონტის შემსრულებლის მიერ ენერგოობიექტთან შეთანხმებულ ვადებში. თუ მიღება-ჩაბარების გამოცდები დატვირთვის ქვეშ შეწყვეტილ იქნა დეფექტების აღმოფხვრის მიზნით, მაშინ რემონტის დამთავრების დროდ მიიღება გამოცდების პროცესში დატვირთვის ქვეშ მოწყობილობის ბოლო დაყენების დრო.
15. ენერგობლოკის ყველა ძირითადი მოწყობილობის რემონტი უნდა მიმდინარეობდეს ერთდროულად.
16. ენერგოობიექტებზე უნდა წარმოებდეს მოწყობილობების, შენობება-ნაგებობების რემონტების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და ტექნიკური მომსახურების სისტემატური აღრიცხვა და მათი ანალიზის საფუძველზე ამ მაჩვენებლების გაუმჯობესების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების დამუშავება.
17. ენერგოობიექტების მოწყობილობების მომსახურება უნდა ხდებოდეს სტაციონარული და გადასატანი ტვირთამწე მანქანებითა და სარემონტო სამუშაოების მექანიზაციის საშუალებებით.
18. ენერგოდანადგარები აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული და გადასატანი ამწესატრანსპორტო საშუალებებით, სატაკელაჟო სამარჯვებით, ინსტრუმენტებით და სარემონტო სამუშაოების მექანიზაციის საშუალებებით.
19. სარემონტო, სარემონტო-გამწყობი ორგანიზაციები და ქვედანაყოფები დაკომპლექტებული უნდა იყოს ტექნოლოგიური დოკუმენტაციით, ინსტრუმენტებითა და სპეციალური სარემონტო სამუშაოების წარმოების საშუალებებით