1. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ტერიტორიის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა მონაცემები გრუნტის გამოცდებისა და გრუნტის წყლების ანალიზის შედეგებით;
გ) საძირკვლების ჩაყრის აქტი შურფების ჭრილებით;
დ) ფარული სამუშაოების მიღების აქტები;
ე) შენობება-ნაგებობების და მოწყობილობების საძირკვლების დაჯდომის პირველადი აქტები და დაკვირვების ჟურნალები;
ვ) შენობა-ნაგებობების აფეთქებაუსაფრთხოების, ხანძარუსაფრთხოების, მეხდაცვისა და ანტიკოროზიული დაცვის უზრუნველმყოფი მოწყობილობების გამოცდის პირველადი აქტები;
ზ) შიგა და გარე წყალმომარაგების, სახანძრო წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, გაზმომარაგების, თბომომარაგების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გამოცდის პირველადი აქტები;
თ) მოწყობილობების და ტექნოლოგიური მილსადენების ინდივიდუალური გასინჯვისა და გამოცდების პირველადი აქტები;
ი) მიმღები და მუშა კომისიის აქტები;
კ) ექსპლუატაციაში მიღების ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ლ) მიწის ნაკვეთის (უბნის) გენერალური გეგმა ზედ დატანილი შენობება-ნაგებობებით, მიწისქვეშა მეურნეობის ჩათვლით;
მ) დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია ყველა შემდგომი ცვლილებებით (ნახაზები, განმარტებითი ბარათები და სხვა);
ნ) შენობა-ნაგებობების, ტექნოლოგიური კვანძებისა და მოწყობილობების ტექნიკური პასპორტები;
ო) მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების აღსრულებითი მუშა ნახაზები და მიწისქვეშა მეურნეობის ნახაზები;
პ) პირველადი და მეორადი ელექტრული შეერთებების აღსრულებითი მუშა სქემები;
ჟ) აღსრულებითი მუშა ტექნოლოგიური სქემები;
რ) მოწყობილობების სათადარიგო ნაწილების ნახაზები;
ს) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული გეგმა;
ტ) მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის მოქმედი და გაუქმებული ინსტრუქციების კომპლექტები;
უ) ყველა სამუშაო ადგილის შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქცია;
ფ) შრომის დაცვის ინსტრუქციები.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომპლექტი უნდა ინახებოდეს ენერგოობიექტის ტექნიკურ არქივში შტამპით „დოკუმენტაცია”.
2. ყველა ენერგოობიექტზე, ორგანიზაციების საწარმოო სამსახურებში უნდა იყოს დადგენილი აუცილებელი ინსტრუქციების, დებულებების, ტექნოლოგიური და ოპერატიული სქემების ნუსხა თითოეული საამქროს, ქვესადგურის, რაიონის, უბნის, ლაბორატორიისა და სამსახურისათვის დამტკიცებული ენერგოობიექტის (ორგანიზაციის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
3. ელექტროსადგურების და ქვესადგურების ძირითად და დამხმარე მოწყობილობებზე დაყენებული უნდა იყოს ფირფიტები ნომინალური მონაცემებით, დადგენილი ამ მოწყობილობებისათვის საქართველოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
4. ყველა დამხმარე და ძირითადი მოწყობილობა, მათ შორის, მილსადენები, სალტეთა სისტემები და სექციები, აგრეთვე არმატურა, გაზისა და ჰაერსადენების შიბერები უნდა იყოს დანომრილი.
5. მართვის ამორჩევითი სისტემების არსებობის შემთხვევაში არმატურის ნუმერაცია ადგილზე და აღსრულებით სქემებზე უნდა იყოს ორმაგი, რომელთაგან ერთი ოპერატიული სქემის ნომერია, ხოლო მეორე – მართვის ამორჩევითი სისტემის ნომერი. ძირითად მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ რიგითი ნომრები, ხოლო დამხმარეს იგივე ნომრები, რაც ძირითადს იმ განსხვავებით, რომ მათ დაემატება ასოები „ა”, „ბ”, „გ” და ა.შ.. მოწყობილობის ნუმერაცია უნდა იწყებოდეს შენობის მუდმივი ტორსიდან და „ა” რიგიდან. სათბობის მიწოდების ცალკეული კვანძები დანომრილი უნდა იყოს სათბობის მოძრაობის მიმართულებით თანმიმდევრულად, ხოლო პარალელური კვანძები – ამ ნომრებზე სათბობის მოძრაობის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ „ა” და „ბ” ასოების მიმატებით.
6. სქემებზე ნაჩვენები აღნიშვნები და ნომრები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშვნებსა და ნომრებს, დატანილს ნატურაში.
7. ენერგოდანადგარებში ექსპლუატაციის პროცესში შესრულებული ყველა ცვლილება უნდა იყოს შეტანილი ინსტრუქციებში, ნახაზებსა და სქემებში მუშაობაში შეყვანამდე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, მისი თანამდებობისა და ცვლილებების შეტანის თარიღის მითითებით; ინფორმაცია ინსტრუქციებში, სქემებში და ნახაზებში ცვლილებებზე უნდა იყოს დაყვანილი ყველა იმ მომუშავემდე, რომელთათვისაც აუცილებელია ამ ინსტრუქციების, სქემების და ნახაზების ცოდნა და გაკეთდეს ჩანაწერი განკარგულების ჟურნალში.
8. აღსრულებითი ტექნოლოგიური სქემები (ნახაზები) და პირველადი ელექტრული შეერთების აღსრულებითი სქემები უნდა შემოწმდეს მათ შესაბამისობაზე ფაქტობრივ საექსპლუატაციოსთან მინიმუმ ერთხელ 2 წელიწადში, მათზე აღნიშვნის გაკეთებით ,,შემოწმებულია”. ამავე ვადებში და საჭიროების მიხედვით უნდა გადაისინჯოს ინსტრუქციები და აუცილებელი ინსტრუქციების ნუსხა და აღსრულებითი მუშა სქემები (ნახაზები).
9. აუცილებელი სქემების კომპლექტები უნდა ინახებოდეს ენერგოსისტემის და სხვა სტრუქტურების სადისპეტჩეროებზე, ელექტროსადგურის ცვლის უფროსებთან, ყოველი საამქროს და ბლოკის ცვლის უფროსთან, ქვესადგურის მორიგესთან და ოპერატიულ-გამსვლელი ბრიგადის ოსტატთან.
ძირითადი სქემები გამოკრული უნდა იყოს ენერგოდანადგარების შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.
სქემების შენახვის წესი უნდა განისაზღვროს ადგილობრივი პირობებით.
10. ყველა სამუშაო ადგილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი აუცილებელი ინსტრუქციებით. ინსტრუქციები შედგენილი უნდა იყოს წინამდებარე წესების შესაბამისად საპროექტო და საქარხნო მონაცემების საფუძველზე, ტიპური ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების, ექსპლუატაციის გამოცდილებისა და გამოცდების შედეგების შესაბამისად და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ინსტრუქციები ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი ქვედანაყოფის (საამქროს, ქვესადგურის, რაიონის, უბნის, ლაბორატორიის, სამსახურის) უფროსის მიერ და დამტკიცებული ენერგოობიექტის (ორგანიზაციის) ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ. სასისტემო და სისტემათაშორისო მნიშვნელობის ინსტრუქციები შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან.
11. მორიგე პერსონალთან უნდა იყოს ოპერატიული დოკუმენტაცია, რომლის ნუსხა მოყვანილია №1 ცხრილში; ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, დოკუმენტაციის მოცულობა შეიძლება შეიცვალოს ენერგოობიექტის ან ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
12. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის სამუშაო ადგილებზე, ელექტროსადგურების საამქროებში, მართვის ფარზე პერსონალის მუდმივი მორიგეობით სადისპეტჩერო პუნქტებში უნდა ხდებოდეს დადგენილი ფორმით სადღეღამისო უწყისების წარმოება.
13. ადმინისტარციულ-ტექნიკური პერსონალი მოწყობილობის დათვალიერების და შემოვლების დადგენილი გრაფიკების შესაბამისად უნდა ამოწმებდეს ოპერატიულ დოკუმენტაციას და ღებულობდეს საჭირო ზომებს მოწყობილობისა და პერსონალის მუშაობაში გამოვლენილი დეფექტების და დარღვევების აღმოსაფხვრელად.
14. ოპერატიული დოკუმენტაცია, საკონტროლო-მზომი მარეგისტრირებელი ხელსაწყოების დიაგრამები, ოპერატიულ-დისპეტჩერული მოლაპარაკების მაგნიტური ჩანაწერები და გამომავალი დოკუმენტები, ფორმირებული მართვის ავტომატიზებული სისტემების ოპერატიულ-ინფორმაციული კომპლექსებით ექვემდებარებიან აღირცხვასა და დადგენილი წესით შენახვას:
ა) ლენტები, მარეგისტრირებელი ხელსაწყოების ჩვენებების ჩანაწერებით – 3 წელი;
ბ) ოპერატიული მოლაპარაკების მაგნიტოფონური ჩანაწერები ნორმალურ პირობებში – 10 დღე, თუ არ იქნება მითითება ვადის გაგრძელებაზე;
გ) ოპერატიული მოლაპარაკების მაგნიტოფონური ჩანაწერები მუშაობაში ავარიების და სხვა დარღვევისას – 3 თვე, თუ არ იქნება მითითება ვადის გაგრძელებაზე.
15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №154 დადგენილებით „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” დადგენილი წესის შესაბამისად მიწისქვეშა ჰესებსა და თბოელექტროსადგურებში შედგენილი და წარდგენილი უნდა იქნეს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად უფლებამოსილ ცენტრალურ ორგანოში უსაფრთხოების დეკლარაცია.

ცხრილი №1

მორიგე პერსონალი
დოკუმენტი
1
2
3
4
5
6
7
8
ენერგოსისტემის დისპეტჩერი

ელექტრო- სადგურის ცვლის უფროსი
ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა (სქემა-მაკეტი)

სადღეღამისო ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა (სქემა-მაკეტი)

ოპერატიული ჟურნალი

იგივე
განაცხადების ჟურნალი ან კარტოთეკა იმ მოწყობილობის მუშაობიდან გამოყვანის შესახებ, რომელიც იმყოფება დისპეტჩერის მართვაში ან გამგებლობაში

განაცხადების ჟურნალი ან კარტოთეკა დისპეტჩერისთვის იმ მოწყობილობის მუშაობიდან გამოყვანის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან დისპეტჩერის გამგებლობაში
სარელეო დაცვის და ავტომატიკის ჟურნალი

განაცხადების ჟურნალი ტექნიკური ხელმძღვანელი-სათვის იმ მოწყობილობათა სამუშაოდან გამოყვანაზე, რომლებიც არ არის დისპეტჩერის გამგებლობაში

სარელეო დაცვისა და ავტომატიკის დანაყენების რუკები

განკარგუ-ლებათა ჟურნალი

განკარგუ-ლებათა ჟურნალი

1
2
3
4
5
6
7
8
ელექტრო საამქროს
ცვლის უფროსი

თბური საამქროს ცვლის უფროსი

თბური ავტომატიკის საამქროს ცვლის უფროსი

ქიმიური საამქროს ცვლის უფროსი
იგივე

ძირითადი მილსადენების ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა

ოპერატიული ჟურნალი

ქიმწყალწმენდის ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა
იგივე

იგივე

ტექნოლო-გიურ დაცვათა და ავტომატიკის ჟურნალი და მას-ის ტექნიკურ საშუალებათა ჟურნალი

ოპერატიული ჟურნალი
სარელეო დაცვის, ავტომატიკის და ტელემექანიკის ჟურნალი

განკარგულებათა ჟურნალი

ტექნოლოგიურ დაცვათა და სიგნალიზაციის რუკა ავტორეგულატორების დავალებათა რუკები

განკარგულებათა ჟურნალი
სარელეო და ავტომატიკის დანაყენების რუკები

განწესებითა და განკარგულე-ბებით სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალი

განკარგულებათა ჟურნალი

განწესებითა და განკარგულებებით სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალი
განკარგულებათა ჟურნალი

მოწყობილო-ბების უწესივრობებისა და დეფექტების ჟურნალი ან კართოტეკა

განწესებითა და განკარგულე-ბებით სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალი

მოწყობილო-ბების უწესივრობებისა და დეფექტების ჟურნალი ან კარტოთეკა
განწესებითა და განკარგუ-ლებებით შესასრუ-ლებელ სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალი

მოწყობი-ლობების უწესივრო-ბებისა და დეფექტების ჟურნალი ან კარტოთეკა

მოწყობილო-ბების უწესივრობებისა და დეფექტების ჟურნალი ან კარტოთეკა
1
2
3
4
5
6
7
8
ელექტროქსელის დისპეტჩერი

მუდმივი მორიგეობის ქვესადგურის მორიგე

სადღეღამისო ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა (სქემა-მაკეტი)

სადღეღამისო ოპერატიულ-აღსრულებითი სქემა (სქემა-მაკეტი)

ოპერატიული ჟურნალი

ოპერატიული ჟურნალი

განაცხადების ჟურნალი ან კარტოთეკა მოწყობი-ლობის მუშაობიდან გამოყვანის შესახებ, რომელიც იმყოფება ენერგოსისტემის დისპეტჩერის მართვაში ან გამგებლობაში

განაცხადების ჟურნალი მოწყობილობის მუშაო-ბიდან გამოყვანის შესახებ

სარელეო დაცვის, ავტომატიკის და ტელემექანიკის ჟურნალი

სარელეო დაცვის, ავტომატიკის და ტელემექანიკის ჟურნალი

სარელეო და ავტომატიკის დანაყენების რუკები

სარელეო და ავტომატიკის დანაყენების რუკები

განკარგუ-ლებების ჟურნალი

განკარგუ-ლებების ჟურნალი

მოწყობილო-ბების უწესივრობებისა და დეფექტების ჟურნალი ან კართოტეკა

მოწყობილო-ბების უწესივრობებისა და დეფექტების ჟურნალი ან კართოტეკ