1. ყოველი ენერგოობიექტის მიერ შესასრულებელი მიმდინარე გაზომვების ერთიანობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები მოიცავენ:
ა) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებების შესამოწმებლად დროულ წარდგენას;
ბ) იმ გაზომვის საშუალებების დაკალიბრების სამუშაოების ორგანიზაციას და ჩატარებას, რომლებიც შემოწმებას არ ექვემდებარება;
გ) გაზომვების ატესტირებული შესრულების მეთოდიკის გამოყენებას;
დ) გაზომვების საშუალებებში გამოსაყენებელი სიზუსტის მახასიათებლების შესაბამისობის უზრუნველყოფას ტექნოლოგიური პარამეტრების გაზომვების სიზუსტის მოთხოვნებთან;
ე) გაზომვების საშუალებების მომსახურებას, რემონტს, მეტროლოგიურ კონტროლს. ნორმატიული და საპროექტო დოკუმენტაციის მეტროლოგიურ ექსპერტიზას.
2. მეტროლოგიური უზრუნველყოფა ორგანიზებული უნდა იყოს იმ წესებისა და ნორმების საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებენ გაზომვების ერთიანობას და მოთხოვნილ სიზუსტეს. გაზომვების ერთიანობის უზრუნველსაყოფად სამუშაოების შესრულებას, კონტროლსა და ზედამხედველობას მათ შესრულებაზე ახორციელებენ ენერგოობიექტების და ორგანიზაციების მეტროლოგიური სამსახურები ან ქვედანაყოფები, რომლებიც ასრულებენ ამ სამსახურის ფუნქციებს.
3. ენერგოობიექტების გაზომვის საშუალებებით აღჭურვა წარმოებს საპროექტო-ნორმატიული დოკუმენტაციისა და მათ მიწოდებაზე ტექნიკური პირობების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კონტროლს: მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობასა და მისი მუშაობის რეჟიმებზე, რესურსების მიღებისა და ხარჯვის, გამომუშავებული, მოხმარებული და გაშვებული ელექტროენერგიის აღრიცხვაზე, შრომის უსაფრთხო პირობების და სანიტარიული ნორმების დაცვაზე, გარემოს დაცვაზე.
4. თბოტექნიკური, ელექტრული, გეომეტრიული სიდიდეების, ფიზიკო-ქიმიური და გაზომვის სხვა საშუალებები, აგრეთვე საინფორმაციო-გაზომვის სისტემები, მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემისა და დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემის შემადგენლობაში შემავალი, ასევე ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო-გაზომვის სისტემა), უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და მუდმივ მზადყოფნაში გაზომვების ჩასატარებლად.
მუშაობაში მყოფი ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე გაზომვის საშუალებების რემონტის პერიოდში გამოყენებული უნდა იყოს სარეზერვო გაზომვის საშუალებები.
5. ელექტრული და თბური ენერგიის წარმოების, განაწილებისა და სათბობის ხარჯვის ტექნოლოგიური პარამეტრების საკონტროლო სისტემები აღჭურვილი უნდა იყოს სახელმწიფო რეესტრში შეტანილი გაზომვის საშუალებებით, ხოლო საინფორმაციო-გაზომვის სისტემები აღჭურვილი უნდა იყოს მეტროლოგიურად უზრუნველყოფილი ტექნიკური საშუალებებით. დადგენილი წესით მეტროლოგიური კონტროლის გავლის შემდეგ დასაშვებია არასტანდარტული გაზომვის საშუალებების გამოყენება.
6. ენერგოობიექტების მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანამდე საინფორმაციო-მზომი სისტემები ექვემდებარებიან მეტროლოგიურ კონტროლს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
7. ენერგოობიექტების მოწყობილობების ექსპლუატაციის პროცესში უნდა ხდებოდეს საინფორმაციო-გაზომვის სისტემების პერიოდული მეტროლოგიური კონტროლი დადგენილი წესით.
8. აკრძალულია მეტროლოგიური კონტროლის გავლის გარეშე საინფორმაციო-გაზომვის სისტემების მუშაობაში გამოყენება.
9. გაზომვის ყველა საშუალების მეტროლოგიური კონტროლის ორგანიზება, ვადები, ჩატარების მეთოდიკა და ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის საშუალებების შემმუშავებელი ორგანიზაციების სტანდარტებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს.
10. ყოველ ენერგოობიექტზე დგება მეტროლოგიის ორგანოსთან შეთანხმებული და მეტროლოგიურ კონტროლს დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებების კონკრეტული ნუსხა.
11. გაზომვის საშუალებების წარდგენა მეტროლოგიური კონტროლისთვის უნდა მოხდეს დროულად, ენერგოობიექტის მიერ შედგენილი გრაფიკების შესაბამისად.
12. მოწყობილობებში ჩადგმული გაზომვის საშუალებების (დიაფრაგმები, მრიცხველები, თერმოელექტრული გარდამქმნელები, წინააღმდეგობის თერმოგარდამქმნელები, დენის ტრანსფორმატორები, შუნტები, ხაზური და კუთხური გადაადგილების გადამწოდები და სხვა.) მეტროლოგიური კონტროლის ვადები უნდა შეესაბამებოდეს იმ მოწყობილობის მუშაობის სარემონტო შუალედს, რომელზედაც ისინი არიან დაყენებული; მოწყობილობის სარემონტო მოცულობაში გათვალისწინებული უნდა იყოს გაზომვის საშუალებების დემონტაჟი, შემოწმება და დაყენება.
13. მეტროლოგიურ კონტროლს ექვემდებარება გაზომვის ყველა ის საშუალება, რომელიც გამოყენებულია ენერგოობიექტებზე მოწყობილობების საიმედო და ეკონომიკური მუშაობის კონტროლისათვის, არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალება, არ ექვემდებარება შემოწმებას, არ ნორმირდება მათი გაზომვების სიზუსტე და გამოიყენება ტექნოლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების მიზნით გაწყობითი, სარემონტო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს.
14. გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური კონტროლის პერიოდულობა დგინდება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
15. გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური კონტროლის დადებითი შედეგები დასტურდება დამოწმების მოწმობით და/ან დაიტანება გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშანით.
16. საპროექტო დოკუმენტაცია მუშა პროექტის შემადგენლობაში მისი დამუშავების სტადიაში ექვემდებარება მეტროლოგიურ ექსპერტიზას.
17. გაზომვის საშუალებების პერიოდული დათვალიერება და რემონტი სრულდება ენერგოობიექტის მეტროლოგიური სამსახურის ან მისი ფუნქციების შემსრულებელი ქვედანაყოფის მიერ.
გაზომვის საშუალებების, მათ შორის, მარეგისტრირებელი ხელსაწყოების, ავტომატური ოსცილოგრაფების, ციფრული და მაპერფორირებელი გამომავალი მოწყობილობების ნორმალურ მუშაობაზე თვალყურის დევნება (ქაღალდის გამოცვლა, მელნის დამატება, დროის შედარება) და ავარიულ რეჟიმში ჩაწერის ავტომატური აჩქარების მქონე ხელსაწყოებზე მეთვალყურეობა ევალება მორიგე ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალს.
18. მართვის ფარებზე და პანელებზე მოწყობილობების მუშაობის რეჟიმების კონტროლის მიზნით დაყენებული მარეგისტრირებელი და მაჩვენებელი მზომი ხელსაწყოების სკალებზე დატანილი უნდა იყოს გასაზომი სიდიდის ნომინალური მნიშვნელობის შესაბამისი ნიშნული, რომლის ზომების და დატანის მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს გამზომი ხელსაწყოების სკალებზე საქართველოს სტანდარტების მოთხოვნებს; ხელსაწყოები, რომელთა ელექტროკვება განხორციელებულია გარეშე წყაროდან, აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის შეწყვეტის სიგნალიზაციით
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 10. გაზომვების ერთიანობის უზრუნველყოფა
თავი II — ექსპლუატაციის ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. პერსონალი
- მუხლი 5. ელექტროსადგურების და ქსელების მუშაობის ეფექტიანობის კონტროლი
- მუხლი 6. ტექნიკური კონტროლი. ენერგოობიექტების ექსპლუატაციის ორგანიზაციაზე ტექნიკური და ტექნოლოგიური მონიტორინგი
- მუხლი 7. ტექნიკური მომსახურება, რემონტი და მოდერნიზაცია
- მუხლი 8. ტექნიკური დოკუმენტაცია
- მუხლი 9. მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 11. უსაფრთხოების ტექნიკა
- მუხლი 12. ტერიტორია
- მუხლი 13. საწარმოო შენობა-ნაგებობები და სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები
- მუხლი 14. ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი მექანიკური მოწყობილობები
- მუხლი 15. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის ზედამხედველობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-10/