1. მოწყობილობების და შენობება-ნაგებობების მოწყობა, ექსპლუატაცია და რემონტი უნდა შეესაბამებოდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნებს.
2. ენერგეტიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეკისრება უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების (უსაფრთხოების ტექნიკის მიმართულებით მუშაობის) საერთო ხელმძღვანელობა და მასზე პერსონალური პასუხისმგებლობა, ხოლო ტექნიკურ ხელმძღვანელს – ენერგოობიექტებზე უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობების შექმნის ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელობა.
3. თითოეული უბედური შემთხვევა, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ყველა სხვა შემთხვევა, უნდა იყოს დეტალურად გამოკვლეული და მისი წარმოქმნის მიზეზების და დამნაშავე პირების გამოვლენასთან ერთად მიღებული უნდა იყოს მსგავსი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. უბედური შემთხვევების გამოკვლევაზე სწორად და დროულად აქტის გაფორმება და აქტში მითითებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ენერგოობიექტის, ქვედანაყოფების და საწარმოო უბნების ხელმძღვანელებს.
4. ენერგოობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე, მათ შორის, პროფესიულ მოწამვლაზე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან იმ პირებს, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომის უსაფრთხოება და საწარმოო სანიტარია, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესრულება და არ მიიღეს უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ასევე იმ პირებსაც, რომლებმაც უშუალოდ დაარღვიეს უსაფრთხოების მოთხოვნები ან შრომის დაცვის ინსტრუქციები.
5. ელექტროსადგურის თითოეულ საამქროში, ქვესადგურში, ენერგეტიკული ორგანიზაციების მომსახურების ცენტრების თითოეულ უბანზე, ლაბორატორიებსა და სხვა ობიექტებზე, აგრეთვე ოპერატიულ-გამსვლელი ბრიგადების ავტომანქანებში უნდა იყოს პირველადი დახმარების აფთიაქი ან სამედიცინო ჩანთა მედიკამენტების და სამედიცინო საშუალებების მუდმივი მარაგით. პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით და სხვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.
6. თავზე დამცავი ჩაჩქანი უნდა ეხუროს ელექტროსადგურის, თბური და ელექტრული ქსელების იმ პერსონალს, რომელიც იმყოფება მოქმედი ენერგომოწყობილობების (მართვის ფარების, სარელეო დაცვის და მათი მსგავსების გარდა) შენობა-ნაგებობებში, დახურულ და ღია გამანაწილებელ მოწყობილობებში, ჭებში, კამერებში, არხებსა და გვირაბებში, სამონტაჟო მოედნებსა და სარემონტო ზონებში. აგრეთვე იმ პერსონალსაც, რომელიც ახორციელებს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურებას.
თავი III
ტერიტორია, საწარმოო შენობა-ნაგებობებ