1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მექანიკური მოწყობილობები (საკეტები, დამცავი ღობურები და მათი მექანიზმები), დისტანციური ან ავტომატური მართვის და სიგნალიზაციის საშუალებები, აგრეთვე საერთო დანიშნულების მქონე ამწე და სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა იყოს გამართული და სამოქმედოდ მუდმივ მზადყოფნაში. წყალდიდობის დაწყებამდე წყალდიდობის გასატარებლად გამოსაყენებელი წყალსაგდები ნაგებობების ჩამკეტების და მათი ჩასადგმელი ნაწილების თავისუფალი მანევრირებების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს მათი ყინულისაგან გათავისუფლება.
2. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მექანიკური მოწყობილობების დათვალიერება-შემოწმება უნდა ხდებოდეს პერიოდულად, წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.
ძირითადი საკეტების მდგომარეობის ინსტრუმენტალური გამოკვლევა უნდა ტარდებოდეს აუცილებლობის მიხედვით. 25 წლის და მეტი პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციაში მყოფი საკეტების მდგომარეობის გამოკვლევის პერიოდულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
3. ძირითადი საკეტები აღჭურვილი უნდა იყოს გაღების სიმაღლის მაჩვენებლებით. მათი ინდივიდუალური ამწემექანიზმები და ჩასადგმელი ნაწილები მიბმული უნდა იყოს ბაზისურ რეპერებთან.
4. საკეტებით მანევრირების დროს ისინი უნდა მოძრაობდნენ შეუფერხებლად, მოძრავი ნაწილების სწორი განლაგებით, ბიძგების და ვიბრაციების გარეშე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკეტების წყალგაუმტარობა, ზღურბლზე სწორად დაჯენა და საყრდენ კონტურებზე მჭიდროდ მორგება. საკეტებს არ უნდა ჰქონდეს გადახრა და წნევის ქვეშ მუშაობისას - დეფორმაციები. არ დაიშვება საკეტების ისეთ მდგომარეობაში ხანგრძლივი გაჩერება, რომელიც გამოიწვევს საკეტების ან ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციების ვიბრაციის გაზრდას.
5. ტვირთამწე მოწყობილობები უნდა იყოს გამოცდილი და მათი ექსპლუატაცია ხორციელდებოდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, ტექზედამხედველობის წესების და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
6. სადაწნეო მილსადენებზე დაყენებული საკეტების სრული დაკეტვა დასაშვებია მხოლოდ აერაციული მოწყობილობების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
7. აუცილებლობის შემთხვევებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზამთრის პირობებში მუშაობისთვის განკუთვნილი საკეტების კილოების, საყრდენი მოწყობილობების და საკეტების მალური ნაშენების და ნაგავდამჭერი ცხაურების დათბუნება ან გახურება.
8. ნაგავდამჭერი კონსტრუქციები (ცხაურები, ბადეები და ჯორგსაჭერები) ნაგვისგან უნდა იწმინდებოდეს რეგულარულად
თითოეული ელექტროსადგურისთვის ნაგავდამჭერ ცხაურებზე დონეთა ვარდნის ზღვრული მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ნაგავდამჭერი ცხაურების სიმტკიცის და ეკონომიურობის მხედველობაში მიღებით.
ნაგავდამჭერი ცხაურები არ უნდა განიცდიდეს ვიბრაციას არც ერთ საექსპლუატაციო რეჟიმში.
9. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მექანიკური მოწყობილობები და მეტალის ნაწილები დაცული უნდა იყოს კოროზიისა და ბიოლოგიური და მცენარეული წარმონაქმნებისაგან
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 16. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მექანიკური მოწყობილობები
თავი IV — ელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალთა მეურნეობა. ჰიდროტექნიკური დანადგარები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. გაზომვების ერთიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 11. უსაფრთხოების ტექნიკა
- მუხლი 12. ტერიტორია
- მუხლი 13. საწარმოო შენობა-ნაგებობები და სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები
- მუხლი 14. ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი მექანიკური მოწყობილობები
- მუხლი 15. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის ზედამხედველობა
- მუხლი 17. ელექტროსადგურების წყალთა მეურნეობა, ჰიდროლოგიური და მეტეოლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 18. ჰიდროტურბინული დანადგარები
- მუხლი 19. ტექნიკური წყალმომარაგება
- მუხლი 20. სათბობ-სატრანსპორტო მეურნეობა
- მუხლი 21. თხევადი სათბობი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-16/