1. ჰიდროტურბინული დანადგარების ექსპლუატაციის დროს მათი შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოცემული დატვირთვის და არსებული დაწნევის პირობების შესაბამისი, შესაძლოდ მაქსიმალური მარგი ქმედების კოეფიციენტით. ჰიდროელექტროსადგურის მოწყობილობები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ მაქსიმალური ქონებული სიმძლავრის ასაღებად მზადმყოფ მდგომარეობაში.
2. ექსპლუატაციაში მყოფი ჰიდროაგრეგატები და დამხმარე მოწყობილობები უნდა იყოს მთლიანად ავტომატიზებული. ჰიდროაგრეგატის გენერატორულ და სინქრონულ კომპენსატორის რეჟიმებში გაშვება - გაჩერება, გენერატორულიდან სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში და პირიქით გადასვლები უნდა ხორციელდებოდეს ერთი საკომანდო იმპულსით.
3. ჰიდროაგრეგატები უნდა მუშაობდნენ ტურბინის წყალსატარებზე დადგმული ბოლომდე გაღებული საკეტებით.
ჰიდროტურბინის მიმმართველი აპარატის გაღების ზღვრული მნიშვნელობა უნდა იზღუდებოდეს ნიშნულით, რომელიც მოცემული დაწნევის და გაწოვის სიმაღლის მიხედვით შეესაბამება ჰიდროაგრეგატის (ძრავ-გენერატორის) მაქსიმალურად დასაშვებ დატვირთვას.
მბრუნავფრთიანი ჰიდროტურბინების კომბინატორული კავშირი უნდა აეწყოს იმ ოპტიმალურ-კომბინატორული დამოკიდებულების შესაბამისად, რომელიც დგინდება ნატურული გამოცდების საფუძველზე და ტვირთების და წნევების ცვლილების მთელ დიაპაზონში უზრუნველყოფს უმაღლესი მარგი ქმედების კოეფიციენტის მიღებას.
ნაგავდამჭერ ცხაურებზე ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს ექსპლუატაციის ადგილობრივ ინსტრუქციაში მითითებულ ზღვრულ მნიშვნელობას.
4. რეზერვში მყოფი ჰიდროაგრეგატები უნდა იდგეს მყისიერი ავტომატური გაშვებისთვის მზადმყოფ მდგომარეობაში. ჰიდროტურბინები (ტუმბო-ტურბინები) დახურული მიმმართველი აპარატით უნდა იმყოფებოდნენ წნევის ქვეშ წყალმიმღებზე და გამწოვ მილზე ბოლომდე გახსნილი საკეტებით.
მაღალდაწნევიან ჰესებში, სადაც დაწნევაა 300 მ და მეტი, ასევე 200-დან 300 მ-მდე დაწნევისა და 3 000 სთ-ზე ნაკლები რაოდენობის გამოყენების საათების მქონე ჰესების ჰიდროაგრეგატების რეზერვში ყოფნისას წინა სატურბინო და ჩაშენებული რგოლის საკეტები უნდა იყოს დაკეტილები.
200 მ-ზე დაბალი დაწნევის ჰიდროელექტროსადგურების სარეზერვო ჰიდროაგრეგატის წინასატურბინო საკეტი არ უნდა დაიკეტოს, თუ იგი არ ასრულებს ოპერატიულ ფუნქციას.
5. სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში მომუშავე ჰიდროაგრეგატები უნდა იყოს გენერატორულ რეჟიმში დაუყოვნებლივ ავტომატურად გადაყვანისთვის მუდმივ მზადყოფნაში.
ჰიდროაგრეგატის სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში მუშაობის დროს ტურბინის მუშა თვლებში არ უნდა იყოს წყალი.
რადიალურ-ღერძული მუშა თვლების ლაბირინთული შემჭიდროებების გაცივების სისტემამ უნდა უზრუნველყოს მათი ტემპერატურის აწევის გარეშე მუშაობა.
წინასატურბინო საკეტების მქონე ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროაგრეგატის სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში გადაყვანის დროს წინასატურბინო საკეტი უნდა იმყოფებოდეს ჩაკეტილ მდგომარეობაში.
მუშა თვლის ქვეშ წყლის დონის შენარჩუნება და ჰაერის შეტუმბვა უნდა ხორციელდებოდეს ავტომატურად.
6. ჰიდროაგრეგატები უნდა მუშაობდნენ მოცემული სტატიზმით ბრუნვის სიხშირის ავტომატური რეგულირების რეჟიმში. ჰიდროტურბინების რეგულატორების გადაყვანა მიმმართველი აპარატის გაღების შემზღუდველზე ან ხელით მართვის რეჟიმზე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანლის ნებართვით და ენერგოსისტემის დისპეტჩერთან შეთანხმებით.
7. ჰიდროაგრეგატის ავტომატური რეგულირების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ჰიდროაგრეგატის ავტომატური და ხელით გაშვება-გაჩერება;
ბ) ნებისმიერ რეჟიმში ჰიდროაგრეგატის მდგრადი მუშაობა;
გ) ენერგოსისტემის სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა, ენერგოსისტემის მიერ დადგენილი სიხშირის მკვდარი ზონისა და სტატიზმის ზღვრებით;
დ) ჰიდროაგრეგატის სიმძლავრის ცვლილების დროს მარეგულირებელი ორგანოების მდორე გადაადგილება (ზეთგამტარებში ბიძგებისა და ჰიდროდარტყმების გარეშე);
ე) რეგულირების გარანტიის შესრულება;
ვ) წნევის ცვალებადობის დროს მიმმართველი აპარატის მაქსიმალური გაღების ავტომატური შეზღუდვა;
ზ) დაწნევის მიხედვით (მბრუნავფრთიანი ჰიდროტურბინებისთვის) კომბინატორული დამოკიდებულების ავტომატური და ხელით ცვლილება;
თ) ჰიდროაგრეგატის ავტომატური გადაყვანა სინქრონული კომპენსატორის რეჟიმში და პირიქით.
8. 30 მვტ-ზე მეტი სიმძლავრის და 3-ზე მეტი აგრეგატის მქონე ჰიდროელექტროსადგურები აღჭურვილი უნდა იქნენ აქტიური სიმძლავრის ჯგუფური რეგულირების სისტემებით, რომლებსაც ექნებათ სიხშირით და სიმძლავრის ნაკადგადადინებებით ენერგოსისტემის რეჟიმის მეორადი ავტომატური რეგულირებისათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა. ენერგოსისტემის დისპეტჩერის ნებართვით აქტიური სიმძლავრის ჯგუფური რეგულირების სისტემების გამორთვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც აგრეგატების ჯგუფური რეგულირება შეუძლებელია ტექნიკური მდგომარეობით ან ჰიდროელექტროსადგურის მოწყობილობების მუშაობის რეჟიმული პირობებით.
9. აგრეგატის გაშვების, მისი ნორმალური და ავარიული გაჩერებების, აგრეთვე დატვირთვის არაგეგმური ცვლილების პირობები უნდა ჩამოყალიბდეს ადგილობრივ, ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანლის მიერ დამკიცებულ ინსტრუქციებში და ინახებოდეს ოპერატიული პერსონალის სამუშაო ადგილებზე.
ჰიდროაგრეგატის გაშვების და მისი მუშაობის რეჟიმის ყველა პარამეტრის განმსაზღვრელი მნიშვნელობები უნდა დადგინდეს ქარხანა-დამამზადებლის მონაცემების და სპეციალური ნატურული დაკვირვებების საფუძველზე.
10. თითოეული ჰიდროაგრეგატისთვის განსაზღვრული უნდა იყოს და ადგილობრივი ინსტრუქციებით დადგენილ ვადებში პერიოდულად მოწმდებოდეს:
ა) ჰიდროაგრეგატზე დატვირთვის მოხსნისას დემპფირების ზონამდე მიმმართველი აპარატის დაკეტვის დრო;
ბ) დატვირთის მაქსიმალური სიჩქარით აღებისას ჰიდროტურბინის მიმმართველი აპარატის გაღების დრო;
გ) მბრუნავფრთიანი და დიაგონალური ჰიდროტურბინების ფრთების გახსნისა და დაკეცვის დრო;
დ) ჩამჩებიანი ჰიდროტურბინის მარეგულირებელი ნემსის და წყლის ჭავლის გადამხრელების გაღებისა და დაკეტვის დრო;
ე) ავარიულად ჩამკეტი მკვეთარას მოქმედების დროს ჰიდროტურბინის მიმმართველი აპარატის დაკეტვის დრო;
ვ) სატურბინო წყალსატარებზე დაყენებული სატურბინო ან სწრაფსავარდნი საკეტების დაკეტვისა და გაღების დრო;
ზ) ჰიდროტურბინის უქმი წყალსაშვის დაკეტვის მინიმალური ხანგრძლივობა.
გარდა ამისა, პერიოდულად, ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს დატვირთვის მოხსნისას სატურბინო წყალსატარებში წნევის მაქსიმალური აწევისა და აგრეგატების ბრუნვის სიხშირის გაზრდის სიდიდეები.
11. ჰიდროაგრეგატის ექსპლუატაციის დროს სტაციონარული და გადასატანი ხელსაწყოების საშუალებით დათვალიერებისა და სისტემატური გაზომვების გზით უნდა იყოს ორგანიზებული მოწყობილობის მუშაობაზე კონტროლი ადგილობრივ ინსტრუქციებში მითითებული მოცულობით და პერიოდულობით.
12. არ დაიშვება ვიბრაციის მომატებული დონეებით ჰიდროაგრეგატის ხანგრძლივი მუშაობა: ტურბინის საკისრის კორპუსის ჰორიზონტალური ვიბრაციის (ორმაგი ამპლიტუდა) სიდიდემ, აგრეთვე გენერატორის ზედა და ქვედა ჯვართავების ჰორიზონტალური ვიბრაციის სიდიდემ, თუ მათზე განლაგებულნი არიან მიმმართველი საკისრები, ჰიდროაგრეგატის როტორის ბრუნვის სიხშირესთან მიმართებაში არ უნდა გადააჭარბონ შემდეგ მნიშვნელობებს:
№
დასახელება
განზომ. ერთეული
მნიშვნელობები
1.
ჰიდროაგრეგატის
როტორის ბრუნვის
სიხშირე
ბრ/წთ
60 და უფრო ნაკლები
150
300
428
600
2.
ვიბრაციის დასაშვები მნიშვნელობა
მმ
0.18
0.16
0.12
0.10
0.08
ტურბინის სახურავის, საყრდენი კონუსის ან გენერატორის ტვირთმზიდი ჯვართავას ვერტიკალური ვიბრაციის მნიშვნელობებმა ვიბრაციის სიხშირესთან მიმართებაში არ უნდა გადააჭარბოს:
№
დასახელება
განზომ. ერთ.
მნიშვნელობები
1.
ვიბრაციის
სიხშირე
ჰერცი
1 და უფრო ნაკლები
3
6
10
16
30 და მეტი
2.
ვიბრაციის დასაშვები გაქანება
მმ
0.18
0.15
0.12
0.08
0.06
0.04
ჰიდროაგრეგატის ლილვის ცემამ არ უნდა გადააჭარბოს ადგილობრივ ინსტრუქციაში მითითებულ და ჰიდროტურბინის და ჰიდროგენერატორის ქარხანა-დამამზადებლების მიერ დადგენილ მნიშვნელობებს.
ვიბრაციული მდგომარეობის შემოწმების პერიოდულობა და მოცულობა დგინდება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით.
13. ადგილობრივ ინსტრუქციაში უნდა მიეთითოს თითოეული ჰიდროაგრეგატის საქუსლის სეგმენტების, საკისრების და ზეთის აბაზანებში ზეთის ნომინალური და მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურები. გამაფრთხილებელი სიგანალიზაცია უნდა ჩაირთოს სეგმენტის და ზეთის აბაზანაში წლის მოცემული პერიოდისთვის შესაბამისი ტემპერატურის 50C-ით აწევის შემთხვევაში.
14. ვერტიკალური ჰიდროაგრეგატების საქუსლეების და მიმმართველი საკისრების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის და ქარხანა-დამამზადებლების დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შედგენილი ადგილობრივი ინსტრუქციით.
15. ჰიდროაგრეგატის ნებისმიერ რეჟიმში მუშაობის დროს ტექნიკური წყალმომარაგების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საყრდენი კვანძების, გენერატორის სტატორის და როტორის, დარეზინიანებული ტურბინის საკისრის და სხვა მომხმარებლების გაცივება.
16. ჰიდროტურბინების კაპიტალური რემონტი უნდა ტარდებოდეს ყოველ 5–7 წელიწადში ერთხელ