1. ქვაბის ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ყველა ძირითადი და დამხმარე მოწყობილობის საიმედო და უსაფრთხო მუშაობა;
ბ) ქვაბების ნომინალური წარმადობის, ორთქლისა და წყლის პარამეტრებისა და ხარისხის მიღწევის შესაძლებლობა;
გ) საქარხნო ინსტრუქციებისა და გამოცდების საფუძველზე დადგენილი მუშაობის ეკონომიური რეჟიმი;
დ) დატვირთვების რეგულირების დიაპაზონი, განსაზღვრული ყოველი ტიპის ქვაბის და სათბობის სახეობისათვის;
ე) მინიმალურად დასაშვები დატვირთვები;
ვ) ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების დასაშვები გაფრქვევები.
2. ექსპლუატაციაში ახლად გასაშვები ქვაბები წნევით 100 კგძ/სმ2 (9,8 მპა)-ზე და მეტი, ძირითად მილსადენებსა და მკვებავი ტრაქტის სხვა ელემენტებთან ერთად მონტაჟის შემდეგ ექვემდებარება ქიმიურ გარეცხვას. 100 კგძ/სმ2 (9,8 მგპა)-ზე ნაკლები წნევის ორთქლის ქვაბები და წყალგამაცხელებელი ქვაბების ხურების ზედაპირები ექვემდებარება ტუტით დამუშავებას.
უშუალოდ ქიმიური გარეცხვისა და ტუტით დამუშავების შემდეგ მიღებული უნდა იყოს ზომები გაწმენდილი ზედაპირების კოროზიისაგან დასაცავად.
საშუალო ან კაპიტალური რემონტის შემდეგ ქვაბის გაშვების წინ უნდა შემოწმდეს ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების, დისტანციური და ავტომატური მართვის საშუალებების, ტექნოლოგიური დაცვის მოწყობილობების, ბლოკირებებისა, საინფორმაციო და ოპერატიული კავშირების გამართულობა და მუშაობაში ჩართვისთვის მზადყოფნა. გამოვლენილი უწესივრობები უნდა აღმოიფხვრას ქვაბის გაშვებამდე.
3. რეზერვში 3 დღეზე მეტი დროით დგომის შემდეგ ქვაბის გაშვების წინ უნდა შემოწმდეს: მოწყობილობების, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების, დისტანციური და ავტომატური მართვის საშუალებების, ტექნოლოგიური დაცვის მოწყობილობების, ბლოკირებების, ინფორმაციისა და კავშირის საშუალებების გამართულობა; იმ მოწყობილობების გამართულობა და მუშაობაში ჩართვისთვის მზადყოფნა, რომლებზედაც გაჩერების პერიოდში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. გამოვლენილი დეფექტები აღმოიფხვრას ქვაბის გაშვებამდე.
ქვაბის გაჩერებაზე მოქმედი ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობების უწესივრობის დროს მისი გაშვება აკრძალულია.
4. ქვაბის გაშვება ორგანიზებული უნდა იყოს ცვლის უფროსის ან უფროსი მემანქანის, ხოლო კაპიტალური ან საშუალო შეკეთების შემდეგ – საამქროს უფროსის ან მისი მოადგილის მიერ.
5. დანთების წინ დოლიანი ქვაბდანადგარი უნდა შეივსოს დეაირირებული საკვები წყლით.
პირდაპირი დინების ქვაბები უნდა შეივსოს საკვები წყლით, რომლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საექსპლუატაციო ინსტრუქციის მოთხოვნებს.
6. ცხელი დოლიანი ქვაბდანადგარის წყლით შევსება ნებადართულია დასანთებად იმ შემთხვევაში, როცა დაცლილი დოლის ლითონის ზედა ნაწილის ტემპერატურა არ აღემატება 1600C.
თუ დოლის რომელიმე წერტილში ტემპერატურა აღემატება 1400C, მისი შევსება წყლით ჰიდროდაწნეხვისათვის აკრძალულია.
7. პირდაპირი დინების ქვაბდანადგარის წყლით შევსება, მისგან ჰაერის გამოდევნა და ჭუჭყის მოშორების ოპერაციები უნდა ტარდებოდეს ქვაბის ტრაქტის უბანზე ჩაშენებულ ურდულამდე სეპარატორული დანთების რეჟიმის დროს ან მთელ ტრაქტზე დანთების პირდაპირი დინების რეჟიმის დროს.
ქვაბის დანთებისას წყლის ხარჯი უნდა იყოს ნომინალური. დანთების რეჟიმის სხვა ხარჯები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ქარხნა-დამამზადებლის ინსტრუქციით, ან ჩატარებული გამოცდების შედეგებით, კორექტირებული საექსპლუატაციო ინსტრუქციით.
8. წყალგამაცხელებელი ქვაბის დანთების წინ ქსელის წყლის ხარჯი უნდა დარეგულირდეს და მუშაობის დროს არ უნდა იყოს მინიმალურად დასაშვებ ხარჯზე ნაკლები, რომელიც დადგენილია ქარხნა-დამამზადებელის მიერ ყოველი ტიპის ქვაბისათვის
9. ბლოკური დანადგარების პირდაპირი დინების ქვაბების გაშვების წნევა ქვაბის ტრაქტში ჩაშენებულ ურდულამდე უნდა იყოს 120-130 კგძ/სმ2-ის (12-13 მპა) დონეზე 140 კგძ/სმ2 (13,8 მპა) მუშა წნევის ქვაბებისათვის და 240-250 კგძ/სმ2 (24-25 მპა) - ზეკრიტიკული წნევის ქვაბებისათვის.
ამ სიდიდეების შეცვლა ან დანთება მოსრიალე წნევაზე დასაშვებია სპეციალური გამოცდების შედეგების საფუძველზე ქარხანა-დამამზადებელთან შეთანხმებით.
10. ქვაბის დანთების წინ და გაჩერების შემდეგ საცეცხლე კამერა და გაზსავლები, საცირკულაციო გაზსავალის ჩათვლით, უნდა განიავდეს გაზისა და ჰაერის ტრაქტის გაღებული შიბერების დროს კვამლმწოვებით, შემბერი ვენტილატორებითა და სარეცირკულაციო კვამლმწოვებით არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში ნომინალურიდან არანაკლებ 25%-იანი .ჰაერის ხარჯით;
აკრძალულია ცხელ მდგომარეობაში მყოფი ქვაბების, რომლებსაც ორთქლისა და წყლის ტრაქტებში შენარჩუნებული აქვს ჭარბი წნევა, დანთების წინ განიავება 15 წუთზე მეტ ხანს.
11. გაზზე მომუშავე ქვაბის დანთების წინ უნდა გაკეთდეს ქვაბის გაზსადენების ჰაერით საკონტროლო დაჭირხვნა და შემოწმდეს სანთურების წინ ჩამკეტი არმატურის დაკეტვის სიმჭიდროვე მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად.
12. ქვაბების დანთების დროს უნდა იყოს ჩართული კვამლმწოვი და შემბერი ვენტილატორი, ხოლო გაზსავალების გარეშე მომუშავე ქვაბების დანთების დროს - შემბერი ვენტილატორი.
13. ქვაბის დანთების დაწყების მომენტიდან ორგანიზებული უნდა იყოს დოლში წყლის დონის კონტროლი. წყლის ზედა დონის მაჩვენებელი ხელსაწყოების გამოქრევა უნდა სრულდებოდეს:
ა) 40 კგძ/სმ2 (3,9 მპა) და ნაკლები წნევის ქვაბებზე - ქვაბში ჭარბი დაახლოებით 1 კგძ/სმ2 (0.1 მპა) წნევის დროს და მთავარ ორთქლსადენში ქვაბის ჩართვის წინ;
ბ) 40 კგძ/სმ2 (3,9მპა)-ზე მეტი წნევის ქვაბზე – ქვაბში ჭარბი 3 კგძ/სმ2 (0,3 მპა) წნევის დროს და 15 - 30 კგძ/სმ2 (1.5 - 3 მპა) წნევის დროს.
წყლის დონის დაწეული მაჩვენებლები უნდა შედარდეს წყლის დონის მაჩვენებელი ხელსაწყოების ჩვენებებს დანთების პროცესში (შესწორებების გათვალისწინებით).
14. ქვაბის გაშვება სხვადასხვა სითბური მდგომარეობიდან უნდა სრულდებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციისა და გამოცდების შედეგების მიხედვით შედგენილი გრაფიკების. შესაბამისად.
15. კაპიტალური ან საშუალო შეკეთების შემდეგ ქვაბის ცივი მდგომარეობიდან გაშვების პროცესის დროს, მაგრამ არა იშვიათად, ვიდრე წელიწადში ერთხელ, რეპერების საშუალებით უნდა ხდებოდეს ეკრანების, კოლექტორებისა და დოლების გადაადგილების შემოწმება.
16. თუ ქვაბის გაშვებამდე წარმოებდა მილტუჩური შეერთებებისა და ხუფების დაშლა, მაშინ 3-5 კგძ/სმ2 (0,3-0,5 მპა) ჭარბი წნევის დროს ჭანჭიკური შეერთებები უნდა იყოს ხელმეორედ მოჭერილი. აკრძალულია მაღალი წნევების დროს ჭანჭიკური შეერთებების მოჭერა.
17. ქვაბის გაშვებისა და გაჩერების დროს ორგანიზებულ უნდა იყოს დოლის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი. დოლის გახურებისა და გაცივების სიჩქარე და ტემპერატურათა სხვაობა მის ზედა და ქვედა ზედაპირებს შორის არ უნდა აღემატებოდეს – ენერგეტიკული ბლოკების ქვაბებისა და ორთქლსადენების ძირითადი დეტალების გაცხელების სიჩქარეებისა და დასაშვებ ტემპერატურათა სხვაობების გაანგარიშებების ჩატარების მეთოდური მითითებებით – კონკრეტულ პირობებში გაანგარიშებულ დასაშვებ სიდიდეებს.
18. საერთო ორთქლსადენში ქვაბის ჩართვა უნდა ხდებოდეს შემაერთებელი ორთქლსადენის დრენირებისა და შეცხელების შემდეგ. ჩართვის დროს წნევა ქვაბის შემდეგ უნდა იყოს საერთო ორთქლსადენში ორთქლის წნევის ტოლი.
19. ქვაბის მუშაობის რეჟიმი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მოწყობილობების გამოცდებისა და საექსპლუატაციო ინსტრუქციის საფუძველზე შედგენილ სარეჟიმო რუკას.
ქვაბის რეკონსტრუქციის და სათბობის მარკის და ხარისხის შეცვლის შემდეგ უნდა მოხდეს სარეჟიმო რუკის კორექტირება.
20. ქვაბის მუშაობის დროს დაცულ უნდა იყოს ისეთი თბური რეჟიმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორთქლის დასაშვებ ტემპერატურებს ყველა საფეხურზე და პირველადი და შუალედური ორთქლგადამხურებლების ყველა ნაკადში.
21. ქვაბის მუშაობის დროს წყლის ზედა ზღვრული დონე დოლში არ უნდა იყოს მეტი, ხოლო ქვედა ზღვრული დონე ნაკლები იმ დონეებზე, რომლებიც დადგენილია ქარხანა-დამამზადებლის და მოწყობილობების გამოცდების მონაცემების საფუძველზე.
22. საქვაბე დანადგარების ხურების ზედაპირები ნამწვი გაზების მხრიდან ოპტიმალური რეჟიმების დაცვითა და გაწმენდის კომპლექსური მექანიზირებული სისტემების გამოყენების საშუალებით უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში (ორთქლის, ჰაერის ან წყლის აპარატები, იმპულსური გამწმენდი მოწყობილობები, ვიბროგამწმენდები, საფანტით საწმენდი დანადგარები და სხვა). ამ დანიშნულების მოწყობილობები, ასევე მათი სამართავი დისტანციური და ავტომატური მართვის საშუალებები უნდა იმყოფებოდნენ მოქმედებისთვის მუდმივ მზადყოფნაში.
ხურების ზედაპირების გაწმენდის პერიოდულობა რეგლამენტირებული უნდა იყოს გრაფიკით ან ადგილობრივი ინსტრუქციით.
23. ქვაბების ექსპლუატაციის დროს, როგორც წესი, ჩართული უნდა იყოს ყველა შემბერი და გამწოვი მანქანები. ხანგრძლივი მუშაობა, ნაწილი შემბერი და გამწოვი მანქანების გამორთვით, დასაშვებია იმ პირობით, თუ ქვაბის ორივე მხარეს დაცული იქნება თანაბარი გაზჰაეროვანი და ტემპერატურული რეჟიმები. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანთურებს შორის ჰაერის თანაბარი განაწილება და გამოირიცხოს ჰაერის (ნამწვი აირის) გადადინება გაჩერებული ვენტილატორიდან (გამწოვიდან).
24. ორთქლის ქვაბებში, რომლებშიც ძირითად სათბობად იხმარება 0.5 %-ზე მეტი გოგირდშემცველობის მაზუთი, მისი დაწვა სარეგულირო დატვირთვების დიაპაზონში უნდა წარმოებდეს, როგორც წესი, საცეცხლის ბოლოში ჰაერის სიჭარბის 1.03-ზე ნაკლები კოეფიციენტის დროს. ამასთან, აუცილებელია ქვაბების ამ რეჟიმში გადაყვანის დადგენილ კომპლექსურ ღონისძიებათა ჩატარება (სათბობის მომზადება, შესაბამისი კონსტრუქციების სანთურებისა და მფრქვევანების გამოყენება, საცეცხლე კამერის შემჭიდროვება, ქვაბის აღჭურვა წვის პროცესის ავტომატიზაციისა და კონტროლის დამატებითი ხელსაწყოებით).
25. მაზუთის მფრქვევანები ადგილზე დაყენებამდე უნდა გამოიცადოს წყლის სტენდზე მათი წარმადობის, გაფრქვევის ხარისხისა და ჩირაღდნის გაშლის კუთხის შემოწმების მიზნით. განსხვავება ცალკეული მფრქვევანების ნომინალურ წარმადობებს შორის ერთ ქვაბზე დაყენებულ მფრქვევანების კომპლექტში არ უნდა აღემატებოდეს 1.5 %-ს. ყოველი ქვაბი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მფრქვევანების სარეზერვო კომპლექტით.
26. მაზუთის მფრქვევანების, მათ შორის დასანთების, მუშაობა მათზე ორგანიზებული ჰაერის მიყვანის გარეშე აკრძალულია.
საქვაბის მფრქვევანების, ორთქლისა და მაზუთსადენების ექსპლუატაციის დროს უნდა გამოირიცხოს მაზუთის ორთქლსადენებში მოხვედრის პირობები.
27. ქვაბების ექსპლუატაციის დროს ჰაერშემთბობებში მიწოდებული ჰაერის ტემპერატურა - °C, N არ უნდა იყოს ცხრილში მოყვანილ მნიშვნელობებზე ნაკლები:

№
სათბობის სახეობა
ჰაერშემთბობი

მილისებრი
რეგენერაციული
1
მაზუთი, გოგირდის 0.5 %-ზე მეტი შემცველობით
110

70

2
მაზუთი, გოგირდის 0.5 %-ზე
ნაკლები შემცველობით
90

50

გოგირდოვანი მაზუთის დაწვის დროს ჰაერის წინასწარი შეცხელების ტემპერატურა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ქვაბის დატვირთვების სარეგულირებელ დიაპაზონში გამავალი აირების ტემპერატურა იყოს არანაკლებ 150 °C.
მაზუთის წვის შემთხვევაში საცეცხლის შემდეგ ზღვრულად მცირე 1.03-ზე ნაკლები ჰაერის სიჭარბის კოეფიციენტებით ან მაღალეფექტური ანტიკოროზიული საშუალებების გამოყენებისას (დანამატები, მასალები, დაფარვები) ჰაერის ტემპერატურა ჰაერშემთბობის წინ შეიძლება შემცირდეს ცხრილში ნაჩვენებ სიდიდეებთან შედარებით და დადგენილ იქნას გამომდინარე საექსპლუატაციო გამოცდილებიდან. გოგირდოვანი მაზუთის გამოყენების დროს ქვაბის დანთება უნდა ხდებოდეს ჰაერის შეთბობის სისტემების წინასწარი ჩართვით (კალორიფერები, ცხელი ჰაერის რეცირკულაციის სისტემა). ჰაერის ტემპერატურა ჰაერშემთბობის წინ მაზუთის ქვაბის დანთების საწყის პერიოდში უნდა იყოს როგორც წესი არანაკლები 90 °C -ზე.
28. ქვაბების ამონაკირი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. გარემომცველი ჰაერის 25 °C ტემპერატურის დროს ამონაკირის ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45 °C.
29. ქვაბების საცეცხლე კამერა და გაზის ტრაქტი უნდა იყოს მჭიდრო. ჰაერის მინაწოვები 420 ტ/სთ ორთქლწარმადობამდე გაზმაზუთიანი ორთქლის ქვაბების საცეცხლე კამერასა და გაზის ტრაქტში ორთქლგადამხურებლიდან გამოსვლამდე არ უნდა იყოს 5 %-ზე მეტი, 420 ტ/სთ-ზე მეტი ორთქლწარმადობის მქონე ქვაბებისათვის - 3 %.
საცეცხლეებსა და გაზსავლებს მთლიანშენადუღი ეკრანებით არ უნდა ჰქონდეთ მინაწოვები.
30. ქვაბისა და გაზსავლების შემომსაზღვრელი ზედაპირების სიმჭიდროვე უნდა მოწმდებოდეს დათვალიერებისა და მინაწოვების განსაზღვრის საშუალებებით თვეში ერთხელ. საცეცხლეში მინაწოვები უნდა იზომებოდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, აგრეთვე კაპიტალური და საშუალო რემონტების შემდეგ. ქვაბის საცეცხლისა და გაზსავლების შემჭიდროვებებზე დეფექტები უნდა აღმოიფხვრას.
31. ქვაბის საექსპლუატაციო გამოცდები სარეჟიმო რუკის შესადგენად და საექსპლუატაციო ინსტრუქციის კორექტირებისათვის უნდა ტარდებოდეს ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვების წინ, კონსტრუქციული ცვლილებების შეტანისას ან სხვა სახეობის ან მარკის სათბობზე გადასვლისას, აგრეთვე პარამეტრების ნორმატიულიდან გადახრის მიზეზების დასადგენად.
საექსპლუატაციო გამოცდების ჩასატარებლად ქვაბები უნდა იყოს აღჭურვილი აუცილებელი სამარჯვებით.
32. ქვაბის რეზერვში ან რემონტში გაყვანისას უნდა იყოს მიღებული საჭირო ზომები ქვაბის ხურების ზედაპირებისა და კალორიფერების კონსერვაციისათვის, თბოენერგეტიკული მოწყობილობების კონსერვაციის შესახებ მოქმედი მითითებების შესაბამისად.
33. ქვაბების ხურების ფართის შიგა ზედაპირები უნდა იწმინდებოდეს მინადუღებისა და დანალექებისგან გაშვება-გაჩერების დროს წყლით მორეცხვით ან ქიმიური საშუალებებით.
ქიმიური გაწმენდის პერიოდულობა განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციებით შიგა მინადუღების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე.
34. აკრძალულია ქვაბის დოლის გაცივების დაჩქარების მიზნით გაჩერებული ქვაბის წყლით შევსება და წყლის დაღვრა.
35. გაჩერებული ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბიდან წყლის დაცლა ნებადართულია მასში წნევის ატმოსფერულ სიდიდემდე მიღწევის შემდეგ, ხოლო მასში ვალცური შეერთებების არსებობისას – 80 0C-ზე ნაკლები წყლის ტემპერატურის დროს. გაჩერებული პირდაპირი დინების ქვაბის წყლისგან დაცლა დასაშვებია ატმოსფერულ წნევაზე მეტი წნევის დროს. ამ წნევის ზედა ზღვარი დადგენილი უნდა იყოს ადგილობრივი ინსტრუქციებით სადრენაჟო სისტემისა და გამფართოებლების ტიპების შესაბამისად.
ბლოკური ელექტროსადგურების ქვაბების გაჩერების დროს შუალედური ორთქლგადამხურებლის ორთქლისაგან დაცლა უნდა მოხდეს ტურბინის კონდენსატორში.
36. ქვაბის რეზერვში გაჩერებისას საცეცხლისა და გაზსავლების არა უმეტეს 15-წუთიანი ვენტილაციის შემდეგ გამწოვ-შემბერი მანქანები უნდა იყოს გაჩერებული; ყველა გამომრთველი შიბერები გაზჰაერსავალებში, საძრომები და ხუფები, გამწოვ-შემბერი მანქანების მიმმართველი აპარატები მჭიდროდ უნდა იყოს დაკეტილი.
37. ზამთრის პერიოდში რემონტში ან რეზერვში მყოფ ქვაბზე უნდა დაწესდეს ჰაერის ტემპერატურის კონტროლი.
საქვაბეში ან ღია შეთანწყობის ქვაბებში ჰაერის ტემპერატურის 0 0C-ზე დაბლა დაწევის დროს უნდა იყოს მიღებული ზომები საცეცხლე კამერაში და გაზსავლებში, დოლის გადახურვის ქვეშ, სადრენაჟო და გაქრევის მოწყობილობების, კალორიფერების საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების საიმპულსო მილებისა და გადამწოდების დაყენების ადგილებში ჰაერის დადებითი ტემპერატურების შესანარჩუნებლად; აგრეთვე ორგანიზებული უნდა იყოს ქვაბში წყლის შეცხელება ან მისი ცირკულირება საეკრანო სისტემაში.
38. ქვაბის გაცივების რეჟიმი რემონტში ჩასაყენებლად მისი გაჩერების შემდეგ უნდა განისაზღვროს საექსპლუატაციო ინსტრუქციებით. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბების გაცივება წევისა და შემბერი მანქანებით ნებადართულია დოლის ზედა და ქვედა ზედაპირებს შორის ლითონის ტემპერატურების დასაშვები სხვაობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.
პირდაპირი დინების ქვაბდანადგარების გაცივების განხორციელება დასაშვებია უშუალოდ გაჩერების შემდეგ.
39. გაჩერებულ ქვაბზე მორიგე პერსონალის მიერ ზედამხედველობა უნდა იყოს ორგანიზებული მასში წნევის სრულ დაცემამდე და ელექტროძრავებიდან ძაბვის მოხსნამდე; წყალგამაცხელებელ ქვაბზე გაზისა და ჰაერის ტემპერატურების კონტროლის შეწყვეტა ჰაერშემთბობისა და ნამწვი აირების ზონებში დასაშვებია ქვაბის გაჩერებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ.
40. ქვაბის გაზისებრ სათბობზე მუშაობის დროს, როდესაც მაზუთი გამოიყენება სარეზერვო ან დასანთებ სათბობად, მაზუთის მეურნეობისა და მაზუთსადენების სქემები უნდა იყოს მზადყოფნაში ქვაბზე მაზუთის დაუყოვნებლივ მისაწოდებლად.
41. საქვაბის ზღვრებში მაზუთსადენის ან გაზსადენის გარღვევის ან მაზუთის (გაზის) ძლიერი გაჟონვების შემთხვევაში მიღებულ უნდა იყოს ყველა ზომა დაზიანებული უბნებიდან სათბობის გადინების შესაწყვეტად მაზუთის სატუმბო სადგურის გამორთვისა და გსპ-ს არმატურის ჩაკეტვის ჩათვლით, აგრეთვე აფეთქების ან ხანძრის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
42. ქვაბი დაუყოვნებლივ (ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში “დაუყოვნებლივ”- ნიშნავს გაჩერების მოთხოვნას, რომელიც გაგებული უნდა იყოს უშუალოდ, ე.ი. ასეთ სიტუაციებში ოპერატიულმა პერსონალმა უნდა იმოქმედოს დამოუკიდებლად, საამქროს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად.) უნდა გაჩერდეს და გამოირთოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დოლში წყლის დონის დაუშვებელი აწევის ან დაწევის დროს ან წყლის დონის მაჩვენებელი ყველა ხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლისას;
ბ) დოლში წყლის დონის სწრაფად დაცემისას, ქვაბის წყლით გაძლიერებული კვების მიუხედავად;
გ) პირდაპირი დინების ორთქლის და წყალგამაცხელებელი ქვაბების მკვებავი წყლის ყველა ხარჯმზომის მწყობრიდან გამოსვლისას (თუ კი ამ დროს ირღვევა მუშაობის რეჟიმი, რომელიც ითხოვს კვების დარეგულირებას) ან პირდაპირი დინების ქვაბის კვების ნებისმიერი ნაკადის შეწყვეტისას 30 წმ-ზე მეტი დროის განმავლობაში;
დ) ყველა მკვებავი დანადგარის (ტუმბოს) მოქმედების შეწყვეტისას;
ე) წყლისა და ორთქლის ტრაქტში წნევის დაუშვებელ დონემდე აწევისას და მკვებავი წყლის წნევის დაცემისას დასაშვებს ქვევით;
ვ) 50%-ზე მეტი დამცავი სარქველების ან მათი შემცვლელი დამცავი მოწყობილობების მოქმედების შეწყვეტისას;
ზ) პირდაპირი დინების ქვაბის ტრაქტში ჩაშენებულ ურდულამდე წნევის დაუშვებელი დაწევის ან აწევისას; წყალგამაცხელებელი ქვაბის ტრაქტში წნევის დაუშვებელ დონემდე დაწევისას არა უმეტეს 10 წამის განმავლობაში;
თ) წყლისა და ორთქლის ტრაქტის მილების გარღვევის ან ქვაბის ძირითად ელემენტებზე (დოლზე, კოლექტორებზე, გამოტანილ ციკლონებზე, ორთქლისა და წყლის გადასაყვან და წყლის დაღმავალ მილებზე), ორთქლსადენებზე, მკვებავი წყლის მილსადენებსა და წყლის და ორთქლის არმატურაზე ბზარებისა და შებერილობების გაჩენისას;
ი) ქვაბში ჩირაღდნის ჩაქრობისას;
კ) მარეგულირებელი სარქველის შემდეგ გაზისა ან მაზუთის წნევის დაუშვებელ დონემდე დაწევისას (ქვაბის მუშაობისას სათბობის რომელიმე ამ სახეობაზე);
ლ) მარეგულირებელი სარქველების შემდეგ გაზისა და მაზუთის წნევის ერთდროულად დაწევისას (მათი ერთდროული დაწვის დროს) ადგილობრივი ინსტრუქციებით დადგენილი დონის ქვემოთ;
მ) ყველა კვამლმწოვის (გათანაბრებული წევის ქვაბებისათვის) ან შემბერი ვენტილატორების, ან რეგენერაციული ჰაერშემთბობების გამორთვისას;
ნ) საცეცხლეში აფეთქების დროს, გაზსავალებში წვადი დანალექების აფეთქების ან აალების დროს, საყრდენი კარკასის მზიდი კოჭების სიწითლემდე გავარვარებისას, გარშემოკირულობის ჩაქცევისას და აგრეთვე სხვა დაზიანებისას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან პერსონალსა და მოწყობილობებს;
ო) შუალედურ ორთქლგამახურებლებში ორთქლის ხარჯის შეწყვეტისას;
პ) წყალგამაცხელებელ ქვაბში წყლის ხარჯის მინიმალურად დასაშვებზე დაბლა შემცირებისას არა უმეტეს 10 წამის განმავლობაში;
ჟ) წყალგამაცხელებელი ქვაბის გამოსასვლელზე წყლის ტემპერატურის დასაშვებზე მეტად გაზრდისას;
რ) ხანძრის შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება პერსონალს, მოწყობილობებს ან ქვაბის დაცვის სქემაში შემავალი გამომრთველი არმატურის დისტანციური მართვის წრედებს;
ს) დისტანციური და ავტომატური მართვის მოწყობილობებზე ან ყველა საკონტროლო-გამზომ ხელსაწყოებზე ძაბვის მოხსნისას;
ტ) ქვაბის ფარგლებში მაზუთსადენის ან გაზსადენის დარღვევის დროს.
43. ქვაბი დაუყოვნებლივ უნდა გაჩერდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის განკარგულებით და ეცნობოს ენერგოსისტემის დისპეტჩერს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხურების ზედაპირების მილებში, ორთქლისა და წყლის გადამწოდებში, ქვაბის წყლის დაღმავალ მილებში, ორთქლსადენებში, კოლექტორებში, მკვებავ მილსადენებში ნაპრალების გაჩენისას, აგრეთვე არმატურებში მილტუჩა და ვალცურ შეერთებებში გაჟონვისა და ანაორთქლის გაჩენისას;
ბ) ხურების ზედაპირების ლითონის ტემპერატურის დასაშვებზე მეტად გაზრდისას, როცა ქვაბის მუშაობის რეჟიმის შეცვლით ტემპერატურის შემცირება ვერ ხერხდება;
გ) ქვაბის დოლში წყლის დონის ყველა დისტანციური მაჩვენებლების მწყობრიდან გამოსვლისას;
დ) დადგენილ ნორმებთან შედარებით მკვებავი წყლის ხარისხის მკვეთრად გაუარესებისას;
ე) ცალკეული დაცვების ან დისტანციური და ავტომატური მართვის მოწყობილობისა და საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების გაუმართაობისას