1. ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) თბომექანიკური მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი;
ბ) მოწყობილობების დაცვა და მართვა, მათი მუშაობის ეკონომიურობა და იმედიანობა.
მოწყობილობების მუშაობის დროს მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ექსპლუატაციაში (საპროექტო მოცულობით) ავტომატური რეგულირების, ჩამკეტი და მარეგულირებელი ორგანოებისა და მექანიზმების, დისტანციური და ლოგიკური მართვის, ტექნოლოგიური დაცვების, ტექნოლოგიური სიგნალიზაციის, ბლოკირების სისტემები; თბოტექნიკური, ელექტრული, ფიზიკური, დოზიმეტრული, რადიომეტრული, ქიმიური და მექანიკური პარამეტრების გაზომვის საშუალებები; საინფორმაციო და მართვის გამოთვლითი სისტემები.
2. მართვის სისტემების მომსახურე პერსონალმა უნდა უზრუნველყოს: სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, მუშაობისათვის მზადყოფნა, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთებების დროულად ჩატარება, გამოყენების ეფექტურობისა და იმედიანობის გაზრდის ღონისძიებების ჩატარება, მასალებისა და ხელსაწყოების მარაგების ქონა.
ტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურე პერსონალმა დროულად უნდა აამოქმედოს და ეფექტურად გამოიყენოს მართვის სისტემები.
მართვის სისტემების მოწყობილობების გარე ნაწილების სისუფთავესა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საამქროების იმ უბნების ოპერატიულ პერსონალს, სადაც დაყენებულია მართვის მოწყობილობები.
3. ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემები უნდა შესრულდნენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილი მოცულობით.
4. მართვის სისტემების ელექტროკვება უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა ჯგუფების მიხედვით: ტექნოლოგიური დაცვები და მათი გადამწოდები, დისტანციური მართვისა და ბლოკირების მოწყობილობები, ტექნოლოგიური კონტროლის ხელსაწყოები და მათი გადამწოდები, ავარიის გამაფრთხილებელი სიგნალიზაციის მოწყობილობები, ავტორეგულირების საშუალებები, გამოთვლითი ტექნიკის საშუალებები და მათი გადამწოდები. ქვეჯგუფებად და ჯგუფებად განაწილება უნდა ხდებოდეს დაცვის დამოუკიდებელი აპარატის (აპარატების) საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული უბნების სელექტიურ გამორთვასა და ელექტროკვების ქსელის ელემენტების შეკეთებას ძირითადი მოწყობილობების გამორთვის გარეშე.
ყველა ჯგუფის მომხმარებლები, გარდა გამოთვლითი ტექნიკის საშუალებებისა, ქვეჯგუფებად უნდა დაიყონ ტექნოლოგიური პრინციპით: საქვაბე და სატურბინო განყოფილებებისათვის.
ბლოკური დანადგარებისთვის 220/380 ვ ძაბვის ოპერატიულ დენის წყაროებად უნდა იყვნენ გამოყენებული ამავე ან მეზობელი ენერგობლოკის საკუთარი მოხმარების 0.4 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების ის სალტეები, საიდანაც არ რეზერვირდებიან მოცემული ენერგობლოკის 0.4 კვ საკუთარი მოხმარების გამანაწილებელი მოწყობილობების სალტეები, შეუფერხებელი კვების აგრეგატების ინვენტორები და მუდმივი დენის ფარის სალტეები.
სიგნალიზაციის მოქმედება უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც მომხმარებლის ნებისმიერი ჯგუფის, ისე რომელიმე შემყვანის კვების სრული დაკარგვის დროს.
მართვის მოწყობილობების სარეზერვო ელექტროკვების ავტომატური ჩართვის საშუალებების გამართულობა და კვების ძაბვის არსებობის სიგნალიზაციის გამართულობა უნდა მოწმდებოდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანლის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
5. მართვის საშუალებების განთავსების ადგილების გარემომცველი ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ვიბრაცია, რადიაცია, გარე ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობა და დამტვერიანების სიდიდეები არ უნდა აღემატებოდნენ ამ საშუალებებისთვის სტანდარტებით და ტექნიკური პირობებით დასაშვებ სიდიდეებს.
სათავსებში, ტექნოლოგიურ საამქროებში, კონტროლისა და მართვის სისტემების მოწყობილობების განთავსების ადგილებში, ნორმალურ პირობებში, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 0C-ს, ფარდობითი ტენიანობა – 90 %-ს. ავარიულ რეჟიმებში, რომლებიც ხასიათდებიან ტექნოლოგიური მოწყობილობიდან გაჟონვის წარმოქმნით, ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა შესაბამისად დასაშვებია 60 0C და 90 %.
სათავსებში, სადაც განლაგებულია თბური პროცესების ავტომატური მართვის სისტემები, ჰაერის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდნენ შესაბამისად 30 0C-ს და 50 %-ს. ავარიულ რეჟიმებში, რომლებიც ხასიათდებიან ვენტილაციის გამორთვით, აღნიშნული პარამეტრები არ უნდა აღემატებოდნენ 80 0C-ს და 100 %-ს. მართვის ფარების და გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების სათავსოებში ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდნენ შესაბამისად 25 0C-ს და 80 %-ს. ავარიულ რეჟიმებში, რომლებიც განპირობებულნი არიან ჰაერის კონდინციონირების სისტემის გაუმართაობით, მითითებული პარამეტრების მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდნენ შესაბამისად 30 0C-ს და 90 %-ს.
კონდინციონირების სისტემა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო და მართვის გამომთვლელი სისტემების ტექნიკური საშუალებების საიმედო ფუნქციონირებას.
6. კარადის ტიპის ფარები საგულდაგულოდ უნდა იყვნენ შემჭიდროვებული, ჰქონდეთ მუდმივი განათება, შტეფსელური როზეტები 12 და 220 ვ ძაბვაზე. ფარების კარები უნდა იკეტებოდნენ. შტეფსელური როზეტები მიერთებულები უნდა იყვნენ სათავსების განათების ქსელთან.
სატელეფონო კავშირი ადგილობრივ ხელსაწყოებს, ურდულების ანაწყობის კარადებს, ბლოკური ფარების არაოპერატიული კონტურის პანელებს, დაცვის აპარატურის პანელებსა და პირველადი გარდამქმნელების ანაწყობებს შორის და ოპერატიული მართვის ფართან მათი კავშირის საშუალებები უნდა იყვნენ გამართულ მდგომარეობაში.
7. პანელებზე დაყენებულ აპარატურას, პულტებს, პირველად გარდამქმნელებს, ჩამკეტ აპარატურასა და მომჭერებს უნდა ჰქონდეთ მათი დანიშნულების მაჩვენებელი მკაფიო წარწერები.
ფარებს, გარდამავალ კოლოფებს, შემსრულებელ მექანიზმებს, ყველა მომჭერსა და მათთან მიყვანილ კაბელებს, გამტარებსა და კაბელის ძარღვებს, აგრეთვე მილოვან შემაერთებელ (იმპულსურ) ხაზებს უნდა ჰქონდეთ სათანადო მარკირება.
8. მიმღებ მოწყობილობებს, პირველად გარდამქმნელებსა და შემსრულებელ მექანიზმებს უმდა ჰქონდეთ სამომსახურო მოედნები.
9. მართვის საშუალებებთან ძალოვანი და გამზომი საკაბელო ხაზების მიყვანა უნდა შეესაბამებოდეს ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს.
ერთ კაბელში გაზომვის წრედების შეთავსება ძალოვან და მართვის წრედებთან აკრძალულია.
10. კაბელებისა და იმპულსური ხაზების სათავსოების გამყოფ კედელში გავლის ადგილებსა და მათ პანელებსა და ფარებში შესვლის ადგილების შემჭიდროების მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესაბამის სიმჭიდროვესა და ჰერმეტიულობას. სიმჭიდროვის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს კაპიტალური შეკეთების შემდეგ და საჭიროების მიხედვით.
11. იმპულსური ხაზები უნდა იყოს მკვრივი. მოწყობილობების კაპიტალური შეკეთების შემდეგ უნდა ტარდებოდეს ყველა იმპულსური ხაზის გაქრევა ჰაერით. იმ ხაზების გაქრევა, სადაც შესაძლებელია ჰაერის ან შლამის მოხვედრა უნდა ტარდებოდეს პერიოდულობით, დადგენილი ადგილობრივი ინსტრუქციებით.
ექსპლუატაციის დროს ამრთმევი მოწყობილობების პირველადმა ჩამკეტმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მოწყობილობის მუშაობისას იმპულსური ხაზების გამორთვა. პირველადი ჩამკეტი ორგანოს რემონტი და მათზე ყველა ოპერაციები (გაღება, დაკეტვა) უნდა განახორციელოს ტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურე პერსონალმა.
12. მართვის სისტემებში გამოყენებული მარეგულირებელი და ჩამკეტი ორგანოები, რომლებიც დაკომპლექტებულია სერვოამძრავებით, ექსპლუატაციის პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს სიმჭიდროვის, ლუფტისა და ხარჯის მახასიათებლების მიხედვით. ჩაკეტვის დროს სიმჭიდროვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური ან ავტომატური მართვის სისტემით, ხელით დამატებითი გადაჭერის გარეშე.
მარეგულირებელი ორგანოებისა და შემსრულებელ მექანიზმებთან მათი შეერთებების ადგილების შეკეთებას უნდა აწარმოებდეს ტექნოლოგიური მოწყობილობების შემკეთებელი პერსონალი, ხოლო ექსპლუატაციაში მიღებას - მართვის სისტემების მომსახურე პერსონალი.
13. მართვის საშუალებების ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები ორგანიზებული უნდა იყოს საქარხნო ინსტრუქციების საფუძველზე დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით. საინფორმაციო და გამოთვლით კომპლექსებში შემავალი, ელექტრო გამომთვლელი მანქანების ჩათვლით, ტექნიკური საშუალებების შეკეთება, როგორც წესი, უნდა ხორციელდებოდეს საქარხნო ტექნოლოგიების გამოყენებით.
პასუხისმგებლობა შეკეთებასა და შეკეთებიდან მათ მიღებაზე ეკისრება ენერგოობიექტის თბური კონტროლისა და ავტომატიკის საამქროს პერსონალს.
14. ტექნოლოგიური დაცვების ექსპლუატაციაში შეყვანა მონტაჟის ან რეკონსტრუქციის შემდეგ უნდა ხორციელდებოდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის განკარგულებით.
15. მუდმივ ექსპლუატაციაში შეყვანილი ტექნოლოგიური დაცვები ჩართული უნდა იყვნენ იმ მოწყობილობების მუშაობის მთელი დროის განმავლობაში, რომლებზედაც ისინია დაყენებული.
აკრძალულია გამართული ტექნოლოგიური დაცვების მუშაობიდან გამოყვანა.
დაცვები მუშაობიდან გამოყვანილ უნდა იყოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწყობილობების გარდამავალ რეჟიმებში მუშაობის დროს, როცა დაცვების გამორთვის აუცილებლობა განსაზღვრულია ძირითადი მოწყობილობის საექსპლუატაციო ინსტრუქციით;
ბ) დაცვის აშკარა გაუმართაობის დროს. გამორთვა უნდა მოხდეს ელექტროსადგურის ცვლის უფროსის განკარგულებით, ტექნიკური ხელმძღვანელის სავალდებულო შეტყობინებით და ოპერატიულ დოკუმენტაციაში ჩანაწერით;
გ) ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის პერიოდული შემოწმების ჩატარებისას.
აკრძალულია ჩართული დაცვების წრედებში შეკეთებისა და გამორთვის სამუშაოების ჩატარება.
16. ტექნოლოგიური მოწყობილობების რეზერვის ავტომატური ჩართვის საშუალებებისა და დაცვების საშემსრულებლო ოპერაციები უნდა შემოწმდეს შესაბამისი ტექნოლოგიური საამქროს პერსონალისა და ამ საშუალებების მომსახურე პერსონალის მიერ, მოწყობილობების გაშვების წინ არანაკლებ 3-დღიანი დგომის შემდეგ ან 3 დღეზე ნაკლები ვადით დგომის დროს, თუ დაცვების წრედებში მიმდინარეობდა შესაკეთებელი სამუშაოები. აგრეგატის თბური მდგომარეობიდან გამომდინარე, საშემსრულებლო ოპერაციების შემოწმების დაუშვებლობის შემთხვევაში დაცვის შემოწმება უნდა მოხდეს შემსრულებელ ორგანოებზე ზემოქმედების გარეშე.
17. ტექნოლოგიური დაცვების საშუალებებს (პირველადი გამზომი გარდამქმნელები, გამზომი ხელსაწყოები, მომჭერების შემკრებები, გასაღებები და გადამრთველები, იმპულსური ხაზების ჩამკეტი არმატურა და ა. შ) უნდა ჰქონდეთ გარეგანი განმასხვავებელი ნიშნები (წითელი ფერი და სხვა).
დაცვის პანელების ორივე მხარეს და მათზე დაყენებულ აპარატურას უნდა ჰქონდეთ მათი დანიშნულების მაჩვენებელი წარწერები.
ხელსაწყოების სკალაზე მონიშნული უნდა იყოს დაცვების ამოქმედების ზღვრები.
18. ტექნოლოგიური დაცვების დანაყენების და ამოქმედების დროის დაყოვნების მნიშვნელობები უნდა განისაზღვრონ მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის მიერ. მოწყობილობების რეკონსტრუქციის შემთხვევაში ან ქარხანა-დამამზადებლის მონაცემების უქონლობის დროს დანაყენების და ამოქმედების დროის დაყოვნების მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს გამოცდების შედეგების საფუძველზე.
დაცვის აპარატურა, რომელსაც აქვს დანაყენის შესაცვლელი მოწყობილობა, უნდა დაილუქოს (მარეგისტრირებელი ხელსაწყოების გარდა). ლუქის მოხსნის უფლება აქვს მხოლოდ დაცვის მოწყობილობების მომსახურე პერსონალს, რის შესახებაც ჟურნალში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. ლუქის მოხსნა ნებადართულია მხოლოდ გამორთულ დაცვის მოწყობილობებზე.
19. აგრეგატის გამორთვაზე მოქმედი ტექნოლოგიური დაცვები აღჭურვილი უნდა იყვნენ მათი ამოქმედების მიზეზების მაფიქსირებელი მოწყობილობებით.
დაცვის ამოქმედების მიზეზების მაფიქსირებელი მოწყობილობები, მოვლენების რეგისტრატორების ჩათვლით, უნდა იყვნენ ექსპლუატაციაში დასაცავი აგრეგატების მუშაობის სრული დროის განმავლობაში.
დაცვების მოქმედების და მათი მტყუვნების ყველა შემთხვევა, გაუმართაობის მიზეზები და სახეები უნდა აღირიცხოს და გაანალიზდეს.
20. ექსპლუატაციაში შეყვანილი რეგულატორების მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით რეგლამენტირებულ ტექნოლოგიურ პარამეტრებს.
გამართული ავტომატური რეგულატორების გამორთვა დასაშვებია მხოლოდ საექსპლუატაციო ინსტრუქციებში მითითებულ შემთხვევებში.
21. ტექნოლოგიური მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესებისა და ავტომატიზირებული მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლების ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
22. ექსპლუატაციაში შეყვანილ ყოველ რეგულატორზე ელექტროსადგურში უნდა იყოს მონაცემები, რომლებიც საჭიროა მისი მომართვის აღსადგენად შეკეთების შემდეგ ან მწყობრიდან გამოსული აპარატურის შესაცვლელად.
23. ჯგუფურ-ფუნქციონალური მართვის მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანა გამართვის ან მართვის ტექნოლოგიური ალგორითმების კორექტირების შემდეგ უნდა წარმოებდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის განკარგულებით.
24. ექსპლუატაციაში შეყვანილ ჯგუფურ-ფუნქციონალური მართვის მოწყობილობების ლოგიკური მართვის საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ტექნოლოგიური ალგორითმების შესრულება. ლოგიკური მართვის საშუალებების ქმედითუნარიანობის შემოწმება წარმოებს მის გარე წრედებში ან კარადებში სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, რაც სრულდება ტექნოლოგიური და მართვის სისტემების საამქროების მომსახურე პერსონალის მიერ. მოწყობილობების შემოწმება უნდა მოხდეს შემსრულებელ ორგანოებზე ზემოქმედებით, თუ ამის საშუალებას იძლევა მოწყობილობის თბური მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმება უნდა მოხდეს შემსრულებელ ორგანოზე ზემოქმედების გარეშე.
ქმედითუნარიანობის შემოწმების ჩატარების მიმდევრობა და მოცულობა რეგლამენტირებული უნდა იყოს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.
25. აკრძალულია მუშაობაში მყოფ მოწყობილობებზე ჯგუფურ-ფუნქციონალური მართვის აღჭურვილობის საშემსრულებლო (გარე) წრედებში სარემონტო და გაწყობა-გამართვის სამუშაოების ჩატარება.
ჯგუფურ-ფუნქციონალური მართვის ცენტრალური ნაწილის მოწყობილობებში გაწყობა-გამართვის სამუშაოების ჩატარება ნებადართულია მათგან საშემსრულებლო წრედების გათიშვების შემთხვევაში.
საშემსრულებლო წრედების ჯგუფურ-ფუნქციონალური მართვის ცენტრალურ ნაწილთან მიერთება ნებადართულია მხოლოდ გაჩერებულ დანადგარებზე.
26. ექსპლუატაციაში შეყვანილი ფუნქციონალური ჯგუფების ტექნოლოგიური ალგორითმების ყველა ცვლილება უნდა დამტკიცდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
27. თუ პროექტით გათვალისწინებული რეგულატორები, ლოგიკური მართვის მოწყობილობები, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატური სისტემის ფუნქციები ექსპლუატაციაში არ იქნენ შეყვანილი ტექნოლოგიური მოწყობილობების ათვისებისათვის განსაზღვრულ ვადებში, უნდა გაფორმდეს დასაბუთებული ტექნიკური გადაწყვეტილებები დანერგვის შეუსრულებლობის მიზეზების ჩვენებით და საპროექტო ორგანიზაციისათვის დავალების მისაცემად პროექტის გადამუშავების შესახებ. ტექნიკური გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს საპროექტო ორგანიზაციასთან და დამტკიცებულ იყოს ენერგოსაწარმოს ხელმძღვანელის მიერ
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 27. ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემები
თავი V — ელექტროსადგურებისა და თბური ქსელების თბომექანიკური მოწყობილობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 90 %
- განაკვეთი 50 %
- განაკვეთი 100 %
- განაკვეთი 80 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. თხევადი სათბობი
- მუხლი 22. გაზისებრი სათბობი
- მუხლი 23. ორთქლისა და წყალგამაცხელებელი საქვაბე დანადგარები
- მუხლი 24. ორთქლტურბინიანი დანადგარები
- მუხლი 25. თბოელექტროსადგურების ბლოკური დანადგარები
- მუხლი 26. გაზტურბინიანი დანადგარები
- მუხლი 28. თბოელექტროსადგურების წყალმომზადება და წყალ-ქიმიური რეჟიმი
- მუხლი 29. მილსადენები და არმატურა
- მუხლი 30. ლითონის მდგომარეობის კონტროლი
- მუხლი 31. გენერატორები და სინქრონული კომპენსატორები
- მუხლი 32. ელექტროძრავები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-27/