1. წყალმომზადების დანადგარების ექსპლუატაციისა და წყალ-ქიმიურმა რეჟიმებმა უნდა უზრუნველყონ ელექტროსადგურების ეკონომიური და დაზიანების გარეშე მუშაობა. დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს წყალმომზადების, თბოენერგეტიკული მოწყობილობების შიგა ზედაპირების კოროზიით, აგრეთვე დანალექების გაჩენით სითბოგადამცემ ზედაპირებზე, ტურბინების გამდინარე ნაწილში და შლამის წარმოქმნით ელექტროსადგურის მოწყობილობილობების მილსადენებში.
2. ელექტროსადგურების მოწყობილობების წყალ-ქიმიური რეჟიმის ორგანიზაცია და კონტროლი უნდა განახორციელოს ქიმიური საამქროს (ლაბორატორიის ან შესაბამისი ქვეგანყოფილების) პერსონალმა.
ყოველი დანადგარის ჩართვა ან გამორთვა, რასაც შეიძლება მოჰყვეს წყლის და ორთქლის ხარისხის გაუარესება, შეთანხმებული უნდა იყოს ქიმიურ საამქროსთან (ლაბორატორიასთან ან შესაბამის ქვეგანყოფილებასთან).
მოწყობილობების შიგა დათვალიერება, დანალექის სინჯების აღება, მილების ნიმუშების ამოჭრა, დათვალირების აქტების, აგრეთვე წყალ-ქიმიურ რეჟიმებთან დაკავშირებული მტყუნებებისა და გაუმართაობების მიზეზების განხილვა უნდა აწარმოოს შესაბამისი ტექნოლოგიური საამქროს პერსონალმა, ქიმიური საამქროს (ლაბორატორიასთან ან შესაბამისი ქვეგანყოფილებების) პერსონალთან ერთად.
მოწყობილობების საპროექტო კონსტრუქციების და სქემების ნებისმიერი შეცვლა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს წყალმომზადებისა და კონდენსატის გამწმენდი დანადგარების მუშაობაზე, აგრეთვე ელექტროსადგურების წყალ-ქიმიურ რეჟიმებზე, შეთანხმებული უნდა იყოს საპროექტო ორგანიზაციასთან ან ქარხანა-დამამზადებელთან.
3. წყალმომზადების დანადგარები ყველა დამხმარე მოწყობილობით, რეაგენტების საწყობების ჩათვლით, დამონტაჟებული და გაშვება-გამართვისათვის გადაცემული უნდა იყოს თბოენერგეტიკული მოწყობილობების გაშვებისწინა გაწმენდამდე ორი თვით ადრე.
ტურბინების კონდენსატისა და გაჭუჭყიანებული კონდენსატების გამწმენდი დანადგარები, აგრეთვე წყლის კორექციული დამუშავების დანადგარები უნდა იყოს დამონტაჟებული და გაშვება-გამართვისათვის გადაცემული ენერგობლოკის (ქვაბის) გაშვებამდე 2 თვით ადრე და ჩართული – მისი გაშვების დროს.
გაუმარილებული წყლისა და კონდენსატის საერთო-სასადგურო მარაგის ავზები უნდა დამონტაჟდეს ანტიკოროზიული საფარის დატანით ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის (ქვაბის) გაშვებისწინა გაწმენდის დაწყებამდე.
4. წყალმომზადების ტექნოლოგიური პროცესების, კონდენსატის გაწმენდისა და წყლის კორექციული დამუშავების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებები და ავტომატური ქიმიური კონტროლის ხელსაწყოები უნდა ამუშავდეს შესაბამისი დანადგარებისა და აგრეგატების გაშვებისთანავე.
5. წყალმომზადებისა და კონდენსატის გამწმენდი დანადგარების, მილსადენებისა და არმატურის კოროზიულად აქტიურ გარემოსთან შემხები ზედაპირების მქონე სამშენებლო კონსტრუქციების ექსპლუატაცია დასაშვებია ამ ზედაპირებზე ანტიკოროზიული საფარის დატანის ან მათი კოროზიისადმი მედეგი მასალებისაგან დამზადების შემთხვევაში.
6. წყალმომზადების, კონდენსატის გამწმენდი და წყლის კორექციული დამუშავების დანადგარების კაპიტალური შეკეთება უნდა ტარდებოდეს 3 წელიწადში ერთხელ, მიმდინარე შეკეთება – საჭიროების მიხედვით, გამფილტრავი მასალების დონის შემოწმება – წელიწადში ორჯერ.
7. ზეკრიტიკული წნევის ენერგობლოკებზე ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პირობების დაცვით ნებადართულია გამოყენებული იყოს შემდეგი წყალ-ქიმიური რეჟიმები:
ა) ჰიდრაზინულ-ამიაკური;
ბ) ნეიტრალურ-ჟანგბადური;
გ) ჟანგბადურ-ამიაკური;
დ) ჰიდრაზინული.
8. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებზე ორგანიზებული უნდა იყოს საქვაბე წყლის ფოსფატირება ფოსფატის ხსნარის ქვაბის დოლში მიწოდებით. საჭიროების შემთხვევაში საქვაბე წყლის pH-ის კორექტირება უნდა ხდებოდეს ნატრიუმის ტუტით. 40-100 კგძ/სმ2 (3,9 – 9,9 მგპა) წნევის ქვაბებზე დასაშვებია ფოსფატირების ნაცვლად საქვაბე წყლის ტრილონური დამუშავება.
9. 70 კგძ/სმ2 (7 მგპა) წნევამდე მომუშავე ქვაბებზე მკვებავი წყლიდან ჟანგბადის უფრო ღრმა მოცილების აუცილებლობის შემთხვევაში, თერმულ დეაირაციაზე დამატებით შეიძლება მკვებავი წყალი დამუშავდეს ჰიდრაზინით ან ნატრიუმის სულფატით.
70 კგძ/სმ2 (7 მგპა) მეტ წნევაზე მომუშავე ქვაბებზე (გარდა ჟანგბდური წყლის რეჟიმით მომუშავე ქვაბებისა) კონდენსატის ან მკვებავი წყლის დამუშავება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ჰიდრაზინით, მკვებავი წყლის საჭირო pH-ის შექმნა უნდა ხორციელდებოდეს ამიაკის შეყვანით.
10. ელექტროსადგურებზე ქიმიურმა კონტროლმა უნდა უზრუნველყოს:
ა) წყალმომზადების და თბოენერგეტიკული მოწყობილობების მუშაობის რეჟიმების ისეთი დარღვევების დროული გამოვლენა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კოროზია, მინადუღწარმოქმნა და დანალექების გაჩენა;
ბ) წყლის, ორთქლის, კონდენსატის, დანალექების, რეაგენტების, გამრეცხი და საკონსერვაციო ხსნარების, სათბობის, გაზებისა და საღვრელი წყლების ხარისხის ან შემადგენლობის განსაზღვრა;
გ) საწარმოო სათავსოების, ავზების, ჭების, არხების და სხვა ობიექტების დაგაზიანების ხარისხის, აგრეთვე ელექტროსადგურის ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების რაოდენობის განსაზღვრა.
11. ელექტროსადგურის ექსპლუატაცია შეიძლება იყოს ნებადართული მხოლოდ ექსპრეს-ლაბორატორიისა და ცენტრალური ლაბორატორიის იმ მოწყობილობებითა და ხელსაწყოებით აღჭურვის შემდეგ, რომლებიც იძლევიან ზემოთ აღნიშნული ქიმიური კონტროლის სრული მოცულობით ჩატარების საშუალებას.
12. ორთქლის და წყლის ტრაქტის ყველა საკონტროლო უბანზე დაყენებული უნდა იყოს ორთქლისა და წყლის სინჯის ასაღები მოწყობილობები, სინჯების 20-40°C ტემპერატურამდე გამაცივებელი მაცივრებით.
სინჯების მილსადენები და მაცივრების გამაცივებელი ზედაპირები უნდა დამზადდეს უჟანგავი ფოლადისაგან. 50 მგვტ და მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურებზე სინჯების მილსადენები გამოყვანილი უნდა იყოს ექსპრეს-ლაბორატორიასთან მომიჯნავე ვენტილაციის მქონე სპეციალურ სათავსში.
13. მოწყობილობის შიგა დათვალიერების გარდა, დამატებით ორგანიზებული უნდა იყოს მილების ნიმუშების ამოჭრა, აგრეთვე ტურბინების გამდინარე ნაწილიდან და შემაცხელებლებიდან დანალექების საანალიზოდ აღება და ა.შ.
მილების ნიმუშების ამოჭრის ადგილი და პერიოდულობა უნდა განისაზღვროს მოქმედი დოკუმენტების შესაბამისად.
მოწყობილობების შიგა დათვალიერების, დანალექების რაოდენობისა და ქიმიური შემადგენლობის შეფასების საფუძველზე უნდა შედგეს მოწყობილობების შიგა ზედაპირების მდგომარეობის, საექსპლუატაციო ქიმიური გაწმენის ჩატარების საჭიროებისა და კოროზიისა და დანალექების წარმოქმნის საწინააღმდეგო სხვა ზომების შესახებ აქტი.
14. პირდაპირი დინების ქვაბების ორთქლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს1:
პირდაპირი დინების ქვაბების ორთქლის ხარისხის ნორმები
№

დასახელება
განზომილების
ერთეული
ნორმა
1
ნატრიუმის ნაერთები, არა უმეტესი
მკგ/კგ
5
2
სილიციუმმჟავა, არა უმეტესი
მკგ/კგ
15
2
კუთრი ელექტროგამტარობა, არა უმეტესი
მკსმ/სმ
0,3
2
pH, არანაკლები
-
7,5
1 ორთქლისა და წყლის ხარისხის ნორმები ნატრიუმის, რკინისა და სპილენძის მინაერთების შემცველობის მიხედვით, აქ და ქვემოთ, შესაბამისად მოცემულია Na, Fe და Cu-ზე გადაანგა-რიშებით; ამიაკსა და მის ნაერთებზე – NH3-ზე გადაანგარიშებით; სილიციუმმჟავის – SiO2-ზე გადაანგარიშებით; ფოსფატების – PO3-4-ზე გადაანგარიშებით. კუთრი ელექტროგამტარობა მოყვა-ნილია H - კათიონირებული ან დეაირირებული სინჯისთვის 25 0C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით; pH-ის მნიშვნელობა – ასევე 25 0C-ზე გადაანგარიშებით

. ნეიტრალურ-ჟანგბადური წყალ-ქიმიური რეჟიმის დროს დასაშვები pH-ის მნიშვნელობა, არანაკლები 6,5.

15. პირდაპირი დინების ქვაბების მკვებავი წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

პირდაპირი დინების ქვაბების მკვებავი წყლის ხარისხის ნორმები
№
დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
1
საერთო სიხისტე, არა უმეტესი
მკგ-ექვ/კგ
0,2
2
ნატრიუმის ნაერთები, არა უმეტესი
მკგ/კგ
5,0
3
სილიციუმმჟავა, არა უმეტესი
მკგ/კგ
15
4
რკინის ნაერთები, არა უმეტესი
მკგ/კგ
10
5
გახსნილი ჟანგბადი ჟანგბადური რეჟიმების
დროს, არა უმეტესი
მკგ/კგ
100÷400
6
კუთრი ელექტროგამტარობა, არა უმეტესი
მკსმ/სმ
0,3
7
სპილენძის ნაერთები წყალში დეაირატორის წინ, არა უმეტესი

მკგ/კგ
5 *
8
დეაირატორის შემდეგ წყალში გახსნილი ჟანგბადი,არა უმეტესი                                                                                                               მკგ/კგ                           10
9
pH-ის მნიშვნელობები
ჰიდრაზინულ-ამიაკური რეჟიმის დროს
-
9,1 ±0,1
ჰიდრაზინული რეჟიმის დროს

-
7,7 ±0,2
ჟანგბადურ-ამიაკური რეჟიმის დროს
-
8,0±0,5
ნეიტრალურ-ჟანგბადური რეჟიმის დროს
-
7 ±0,5
10
ჰიდრაზინი
ჰიდრაზინულ-ამიაკური რეჟიმის დროს
მკგ/კგ

20÷60
ჰიდრაზინული რეჟიმის დროს
მკგ/კგ

80÷100
გაშვება-გაჩერებების დროს
მკგ/კგ

3000-მდე
11
ნავთობპროდუქტების შემცველობა (კონდენსატის გაწმენდამდე) არა უმეტესი
მ/კგ
0,1

* უჟანგავი ფოლადის ან სხვა კოროზიამედეგი მასალებისგან დამზადებულ მილებიან ყველა თბოგადამცემის საკონდენსაციო-მკვებავ ტრაქტში დაყენების დროს – არა უმეტესი 2 მკგ/კგ.

16. ელექტროსადგურებზე პირდაპირი დინების 140 კგძ/სმ2 (13,8 მგპა) წნევის ქვაბებით, სადაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული ტურბინის კონდენსატის შემკრებიდან გამომავალი მთელი კონდენსატის გაწმენდა, დასაშვებია ნატრიუმის ნაერთების შემცველება არა უმეტესი 10 მკგ/კგ-ით ქვაბის მუშაობის დროს მკვებავ წყალსა და ორთქლში, მკვებავი წყლის საერთო სიხისტე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მკგ-ექვ/კგ-ს, ხოლო რკინის შემცველობა – 20 მკგ/კგ-ს.
100 და ნაკლები კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის პირდაპირი დინების ქვაბების მკვებავი წყლის, ორთქლისა და ტურბინის კონდენსატის ხარისხის ნორმები დგინდება ექსპლუატაციის გამოცდილების საფუძველზე.
17. პირდაპირი დინების ქვაბებიანი ენერგობლოკების გაშვების დროს ორთქლწყლიანი ტრაქტიდან ჭუჭყის გამოტანის ტექნოლოგია მიღებული უნდა იყოს მოქმედი ზეკრიტიკული წნევის ენერგობლოკების წყალ-ქიმიური რეჟიმის წარმადობის ტიპური ინსტრუქციის შესაბამისად, ენერგობლოკის წინა დგომის ხანგრძლიობისა და ქვაბის ხურების ზედაპირების შეკეთების წინა კამპანიის ხანგრძლივობისა და სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით.
100 და ნაკლები კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის პირდაპირი დინების ქვაბების ორთქლწყლიანი ტრაქტიდან ჭუჭყის გამოტანის ტექნოლოგია უნდა განისაზღვროს ექსპლუატაციის არსებული გამოცდილების საფუძველზე.
18. პირდაპირი დინების ქვაბებიანი ენერგობლოკის გაშვების დროს სადისპეტჩერო გრაფიკით განსაზღვრული დატვირთვის მიღწევისას, პირველი ორი დღის განმავლობაში დასაშვებია ორთქლის კუთრი ელექტროგამტარობის არა უმეტეს 50 %-ით გაზრდა. აგრეთვე მასში ნატრიუმისა და სილიციუმმჟავას ნაერთების შემცველობა. ხოლო მკვებავ წყალში – კუთრი ელექტროგამტარობის, საერთო სიხისტის, ნატრიუმის, სილიციუმმჟავის, რკინისა და სპილენძის ნაერთების შემცველობა. ამასთანავე პირველ დღეებში რკინისა და სპილენძის ნაერთების შემცველობა თითოეულისთვის დასაშვებია 50 მკგ/კგ-მდე.
პირდაპირი დინების ქვაბებიანი ენერგობლოკების კაპიტალური ან საშუალო შეკეთებიდან გაშვების შემდეგ ნორმების არა უმეტეს 50 %-ით გადამეტება დასაშვებია 4 დღე-ღამის განმავლობაში. ამასთანავე, პირველ დღეს რკინისა და სილიციუმმჟავას ნაერთების კონცენტრაციების გაზრდა თითოეულისთვის დასაშვებია 100 მკგ/კგ -მდე.
19. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბების სინჯის აღების ყველა წერტილიდან ნაჯერი ორთქლის საშუალო ხარისხი, აგრეთვე გადახურებული ორთქლის ხარისხი, მისი ტემპერატურის მარეგულირებელი ყველა მოწყობილობის შემდეგ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

№
დასახელება
განზომილების ერთეული
სიდიდე
1
ნომინალური წნევა ქვაბის შემდეგ

კგძ/სმ2 (მგპა)

40 (3,9)

100 (9,8)

140 (13,8)
2
ნატრიუმის ნაერთების შემცველობა (თესი)

მკგ/კგ

60

15

5

ორთქლში სილიციუმმჟავას შემცველობა 70 და მეტი კგძ/სმ2 ( 7 მგპა) წნევის თესების ქვაბებისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 15 მკგ/კგ, pH-ის მნიშვნელობები 40 და მეტი კგძ/სმ2 (3,9 მგპა) წნევის ქვაბებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 7,5-ისა.
100 კგძ/სმ2 (9,8 მგპა)-ზე მეტი წნევის ქვაბებისათვის დასაშვები კუთრი ელექტროგამტარობა დადგენილი უნდა იყოს ენერგობლოკის ექსპლუატაციის საფუძველზე.
20. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებისათვის მკვებავი წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბების მკვებავი წყლის ხარისხის ნორმები
№№
დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
1
ნომინალური წნევა ქვაბის შემდეგ
კგძ/სმ2 (მგპა)
40 (3,9)
100 (9,8)
140 (13,8)
2
საერთო სიხისტე
თხევად სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

მკგ-ექვ/კგ

5

1

1
სათბობის სხვა სახეებზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

10

3

1
3
რკინის ნაერთის შემცველობა
თხევად სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

მკგ/კგ

50

20

20
სათბობის სხვა სახეებზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

100

30

20
4
წყალში სპილენძის ნაერთის შემცველობა დეაირატორის წინ
თხევად სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

მკგ/კგ

10

5

5
სათბობის სხვა სახეებზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

არ ნორმირდება

5

5
5
წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცველობა დეაირატორის შემდეგ, არა უმეტესი

მკგ/კგ

20

10

10
6
ნავთობპროდუქტების შემცველობა, არა უმეტესი

მგ/კგ

0,5

0,3

0,3
7
pH *-ის მნიშვნელობა
-
8.5¸9.5
9.1±0.1
9.1±0.1
8
ნომინალური წნევა ქვაბის შემდეგ
კგძ/სმ2
(მგპა)
70 ¸ 100 (7.0¸9.8)

140 (13,8)
9
სილიციუმმჟავას შემცველობა, არა უმეტესი (თესისათვის)

მკგ/კგ

80

40

* ორთქლის და კონდენსატის დანაკარგების ქიმიურად გაწმენდილი წყლით შევსების დროს დაშვებულია pH-ის 10.5-მდე გაზრდა.

140 კგძ/სმ2 (13,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის ნატრიუმის შემცველობა უნდა იყოს არა უმეტესი 50 მკგ/კგ.
100 კგძ/სმ2 (9,8 მგპა)-ზე მეტი წნევის ქვაბებისათვის ელექტროგამტარობის დასაშვები სიდიდე დგინდება ადგილობრივი გამოცდილების საფუძველზე.
ამიაკის და მისი ნაერთების შემცველობა უნდა იყოს არა უმეტესი 1000 მკგ/კგ; ცალკეულ შემთხვევებში ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით დაიშვება ამიაკის შემცველობის გაზრდა ორთქლის pH-ის საჭირო სიდიდის მისაღებად, მაგრამ ამ დროს მკვებავ წყალში სპილენძის შემცველობამ არ უნდა გადააჭარბოს დადგენილ ნორმას. თავისუფალი სულფიტის (სულფიტირების დროს) შემცველობამ არ უნდა გადაამეტოს 2 მგ/კგ-ს.
140 კგძ/სმ2 (13,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის ნიტრატებისა და ნიტრიტების ჯამურმა შემცველობამ არ უნდა გადაამეტოს 20 მკგ/კგ-ს, 100 და ნაკლები კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის ნიტრატებისა და ნიტრიტების დასაშვები შემცველობა დგინდება ექსპლუატაციის გამოცდილების საფუძველზე, გამომდინარე მოწყობილობების უავარიო და ეკონომიური მუშაობის უზრუნველყოფის პირობებიდან. 70 და ნაკლები კგძ/სმ2 (7,0 მგპა) წნევის ქვაბებისათვის ნიტრატების შემცველობა არ ნორმირდება.
21. 40-ზე ნაკლები კგძ/სმ2 (3,9 მგპა) წნევის ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბების მკვებავი წყლის და ორთქლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს არსებული სტანდარტების მოთხოვნებს. ელექტროსადგურებისათვის, სადაც დადგმულია სტანდარტული წნევებისაგან განსხვავებული ორთქლის ქვაბები, მკვებავი წყლისა და ორთქლის ხარისხის კორექტირებას აწარმოებს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი.
22. საქვაბე წყლის ხარისხის ნორმები, მისი კორექციული დამუშავების აუცილებელი რეჟიმი, უწყვეტი და პერიოდული გაქრევის რეჟიმები დადგენილი უნდა იყოს ქვაბის ქარხანა-დამამზადებელის ინსტრუქციების, წყალ-ქიმიური რეჟიმების წარმოების ტიპიური ინსტრუქციების ან ელექტროსადგურებში ჩატარებული თბოქიმიური გამოცდების საფუძველზე.
23. საქვაბე წყალში ფოსფატების სიჭარბე უნდა შეადგენდეს: უსაფეხურო აორთქლების ქვაბებისათვის - 2-15 მგ/კგ-ს; საფეხურიანი აორთქლების ქვაბებისათვის: სუფთა ნაკვეთურში – 2 - 6 მგ/კგ-ს; მარილოვან ნაკვეთურში თხევად სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის არა უმეტეს არა უმეტეს 30 მგ/კგ-ს და სხვა სახის სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის – არა უმეტეს 50 მგ/კგ-ს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია ცალკეული ელექტროსადგურებისათვის ფოსფატირების დადაბლებული რეჟიმი სუფთა ნაკვეთურებში 2 მგ/კგ-ზე ნაკლები ფოსფატის სიჭარბით.
24. სუფთა ნაკვეთურების საქვაბე წყლის pH-ის მნიშვნელობა უნდა იყოს არანაკლებ – 9,3-ისა, გაქრევის წყლის – არა უმეტესი 11,8-ისა 40 კგძ/სმ2 (3,9 მგპა) წნევის ქვაბებისათვის და არა უმეტეს 11,2-ის 100 და მეტი კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის.
100 კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის, რომლებიც იკვებებიან ქიმიურად გაწმენდილი წყლით, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით გაქრევის წყლის pH-ის სიდიდე დასაშვებია იყოს არა უმეტეს 11,5-ისა.
ამ პირობებში მარილოვანი ნაკვეთურების საქვაბე წყლისთვის უნდა სრულდებოდეს პირობა: ტუტიანობა ფენოლფტალინით. ≥0,5 საერთო ტუტიანობაზე. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქვაბე წყალში უნდა შეყვანილ იყოს ნატრიუმის ტუტე.
25. 40 კგძ/სმ2 (13,8 მგპა) წნევის მოქლონურ შეერთებიანი დოლის მქონე ქვაბებში, საქვაბე წყლის ფარდობითი ტუტიანობა უნდა იყოს არა უმეტეს 20 %-ის, შედუღებით დამზადებული დოლისა და მილების ვალცური ან ვალცური და შემამჭიდროებელი შედუღების შეერთების მქონე ქვაბებში – 50 %. შედუღებით დამზადებული და მილების შედუღებითი შეერთების მქონე ქვაბებისათვის საქვაბე წყლის ფარდობითი ტუტიანობა არ ნორმირდება.
100 კგძ/სმ2 (9,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის საქვაბე წყლის ფარდობითი ტუტიანობა უნდა იყოს არა უმეტეს 50 %-ისა, ხოლო 100 კგძ/სმ2 -ზე მეტი (9,8 მგპა) წნევის ქვაბებისათვის – არა უმეტეს 30 %-ისა.
26. ქვაბის უწყვეტი გამოქრევის დროს წყლის ხარჯი უნდა იზომებოდეს ხარჯმზომის საშუალებით და შენარჩუნებულ უნდა იყოს შემდეგ ფარგლებში: დამყარებული რეჟიმებისა და დანაკარგების გაუმარილებული წყლით ან ამაორთქლებლების დისტილატით შევსების დროს ქვაბის წარმადობის არა უმეტეს 1 და არანაკლებ 0,5 %-ის, ხოლო დანაკარგების ქიმიურად გაწმენდილი წყლით შევსებისას – არა უმეტეს 3 და არანაკლებ 0,5 %-ისა; მონტაჟის და შეკეთების შემდეგ ან რეზერვიდან გაშვების დროს დასაშვებია უწყვეტი გაქრევის გაზრდა - 2-5 %-მდე. ქვაბის გაზრდილი გაქრევით მუშაობის ხანგრძლივობა დადგენილი უნდა იყოს ქიმიური საამქროს (ლაბორატორიის ან შესაბამისი ქვეგანყოფილების) მიერ. საწყისი წყლის მაღალი მინერალიზაციის, კონდენსატის მომხმარებლებიდან დიდ რაოდენობით დაუბრუნებლობისა და სხვა მსგავს შემთხვევებში დასაშვებია უწყვეტი გამოქრევის სიდიდის გაზრდა 5 %-მდე.
ქვაბის ქვედა წერტილებიდან გამოქრევა უნდა წარმოებდეს ქვაბის ყოველი გაშვებისა და გაჩერების დროს, აგრეთვე ქვაბის მუშაობის დროს ელექტროსადგურის მიერ შედგენილი გრაფიკების შესაბამისად, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
27. გადახურებული ორთქლის ტემპერატურის რეგულირებისათვის გამოყენებული შესაფრქვევი წყლის ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ გადახურებული ორთქლის ხარისხი შეესაბამებოდეს ნორმებს.
28. 255 კგძ/სმ2 (25 მგპა) წნევის პირდაპირი დინების ქვაბების მუშაობის დროს ორთქლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში – კუთრი ელექტროგამტარობის 0,5 მკსმ/სმ-მდე და ნატრიუმის შემცველობის 10 მკგ/კგ-მდე გაზრდისას, ხოლო 140 კგძ/სმ2 (13,8 მგპა) წნევის ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებისათვის ნატრიუმის ნაერთების შემცველობის 10 მკგ/კგ-მდე გაზრდისას, რეჟიმის დარღვევის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას 72 საათის განმავლობაში.
პირდაპირი დინების ქვაბების ორთქლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში – კუთრი ელექტროგამტარობის 0,5-დან 1,0 მკსმ/სმ-მდე, ნატრიუმის ნაერთების შემცველობის – 10-დან 15 მკგ/კგ-მდე გაზრდისას, ხოლო ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებისათვის – ნატრიუმის ნაერთების შემცველობის 10–დან 15 მკგ/კგ-მდე გაზრდისას, გაუარესების მიზეზები უნდა აღმოიფხვრას 24 საათის განმავლობაში.
თუ აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა ვერ ხერხდება შესაბამისად 72 და 24 საათის განმავლობაში, აგრეთვე თუ პირდაპირი დინების ქვაბების ორთქლის ხარისხის შემდგომი გაუარესება გაგრძელდა, კუთრი ელექტროგამტარობა 1 მკსმ/სმ-ზე და ნატრიუმის ნაერთების შემცველობა 15 მკმ/კგ-ზე მეტად გაიზარდა, pH-ის მნიშვნელობა 5,5-ზე დაბლა დაეცა, ხოლო ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებისათვის ნატრიუმის ნაერთის შემცველობა გაიზარდა 15 მკგ/კგ-ზე მეტად, pH-ის სიდიდემ 5,5-ზე დაბლა დაეცა, ტურბინა უნდა გაჩერდეს წყლის რეჟიმის ნორმალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად. გაჩერების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი, სისტემის დისპეტჩერის შემდგომი შეტყობინებით.
29. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბების მკვებავ წყალში საერთო სიხისტის ნორმებთან შედარებით სამჯერ და მეტად გაზრდის შემთხვევაში მიზეზი უნდა აღმოიფხვრას 1 დღე-ღამის განმავლობაში, უფრო მცირედ გაზრდის შემთხვევაში – 3 დღე-ღამის განმავლობაში. სიხისტის გაზრდის მიზეზის დადგენამდე უნდა ტარდებოდეს გაძლიერებული ფოსფატირება და აგრეთვე ქვაბის უწყვეტი და პერიოდული გამოქრევების გაზრდა ორთქლის ხარისხის უფრო ხშირი კონტროლით. აღნიშნულ ვადებში სიხისტის გაზრდის მიზეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, აგრეთვე მკვებავი წყლის სიხისტის 10-ჯერ და მეტად გაზრდისას ქვაბი უნდა გაჩერდეს ელექტროსადგურის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ვადით, ენეეგოსისტემის დისპეტჩერის შეტყობინებით, წყლის რეჟიმის ნორმალიზაციისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქვაბის ქიმიური გაწმენდა.
30. 140-255 კგძ/სმ2 (13,8-25 მგპა) წნევის პირდაპირი დინების ქვაბებიანი ელექტროსადგურების ტურბინების კონდენსატის ხარისხი კონდესანტის ტუმბოების პირველი საფეხურის შემდეგ უნდა პასუხობდეს შემდეგ ნორმებს, არა უმეტეს:
საერთო სიხისტე – 0,5 მკგ-ექვ/კგ; 100% კონდენსატის გაწმენდის დროს, ტურბინის კონდესანტის შემკრებიდან გამომავალ ნაკადში დასაშვებია ნაჩვენები ნორმის დროებით გაზრდა არა უმეტეს 4 დღის ვადით, მკვებავი წყლის ხარისხის აუცილებელი შენარჩუნების პირობით;
კუთრი ელექტრული გამტარობა – 0,5 მკსმ/სმ;
კონდესანტის ტუმბოების შემდეგ გახსნილი ჟანგბადის შემცველობა – 20 მკგ/კგ.
31. ბუნებრივი ცირკულაციის ქვაბებიანი ელექტროსადგურის ტურბინების კონდენსატის ხარისხი უნდა პასუხობდეს შემდეგ ნორმებს:

დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
ნომინალური წნევა ქვაბის შემდეგ, არა უმეტესი
კგძ/სმ2 (მგპა)
40(3,9)
100(9,8)
140(13,8)
საერთო სიხისტე
თხევად სათბობზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

მკგ-ექვ/კგ

5

1

1
სათბობის სხვა სახეებზე მომუშავე ქვაბებისათვის, არა უმეტესი

10

3

1
კონდენსატის ტუმბოების შემდეგ გახსნილი ჟანგბადის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მკგ/კგ-ს.
32. პირდაპირი დინების ქვაბების დამატებითი გაუმარილებული წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

№№
დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
1
საერთო სიხისტე, არა უმეტესი
მკგ-ექვ/კგ
0,2
2
სილიციუმის ნაერთების შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
20
3
ნატრიუმის ნაერთების შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
15
4
კუთრი ელექტრული გამტარობა, არა უმეტესი
მკსმ/სმ
0,5

ცალკეულ შემთხვევებში კუთრი ელექტროგამტარობის ნორმას, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით (საწყისი წყლის ხარისხი, წყალმომზადების დანადგარის სქემა, გამოყენებული იონიტების ტიპი), ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ შეიძლება გაუკეთდეს კორექტირება.
გაუმარილებული ან ქიმიურად გაწმენდილი წყლის ხარისხი, რომელიც იხმარება დოლიანი ქვაბების დანაკარგების შესავსებად, აგრეთვე დოლიანი და პირდაპირი დინების ქვაბების მკვებავი წყლის შიგასასადგურო მდგენელების (რეგენერაციული, ქსელის და სხვა შემაცხელებლების კონდენსატები, სადრენაჟო ავზები, დაბალი წერტილების ავზები, კონდენსატის მარაგის წყლები და სხვა ნაკადები) ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ შენარჩუნებულ იყოს მკვებავი წყლის ხარისხის ნორმა. მკვებავი წყლის შიგა სასადგურო მდგენელების ხარისხის გაუარესების დროს, რამაც შეიძლება დაარღვიოს მკვებავი წყლის ხარისხის ნორმა, ეს წყლები ან უნდა გაიწმინდოს, ან დაიღვაროს.
33. საწყისი წყლის ტუტიანობის დაწევისას H-Na კათიონირებით ან მჟავას დამატებით ქიმიურად გაწმენდილი წყლის ნარჩენი საერთო ტუტიანობა უნდა იყოს 0,2-0,8 მგ-ექვ/კგ-ის ფარგლებში.
34. წყალმომზადების დანადგარის საწყის წყალში ნიტრიტების წარმომქმნელი ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში საწყისი წყლის მილსადენები და მაკამკამებელი ფილტრების გამფილტრავი მასალები პერიოდულად უნდა დამუშავდეს ქლორიანი კირით.
35. ორთქლისა და კონდენსატის დანაკარგების შესავსები ამაორთქლებლების დისტილატის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: ნატრიუმის ნაერთების შემცველობა – არა უმეტეს 100 მკგ/კგ, თავისუფალი ნახშირორჟანგის შემცველობა – არა უმეტეს 2 მგ/კგ. ამაორთქლებლების დისტალატი, რომელიც გამოიყენება პირდაპირი დინების ქვაბების კვებისათვის, დამატებით უნდა გაიწმინდოს გაუმარილებული წყლის ზემოთ მოყვანილი ნორმებამდე.
36. ამაორთქლებლების მკვებავი წყლის ხარისხი, რომელიც გამიზნულია ორთქლისა და კონდენსატის დანაკარგების შესავსებად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ორთქლისა და კონდენსატის დანაკარგების შემავსებელი, ამაორთქლებლების მკვებავი წყლის ხარისხის ნორმები
№
დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
1
საერთო სიხისტე, არა უმეტესი
მკგ-ექვ/კგ
30
2
საერთო სიხისტე, საწყისი წყლის მარილშემცველობის 2000 მგ/კგ-ზე გადაჭარბების დროს, არა უმეტესი
მკგ-ექვ/კგ
75
3
ჟანგბადის შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
30
4
თავისუფალი ნახშირმჟავის შემცველობა
-
0

ცალკეულ შემთხვევებში, ექსპლუატაციის გამოცდილების საფუძველზე, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მკვებავი წყლის ხარისხის ნორმების კორექტირება. ამაორთქლებლის კვებისას 2000 მგ/კგ-ზე მეტი საერთო მარილშემცველობის მქონე წყლით დასაშვებია ფოსფატირება.
ამაორთქლებლის კონცენტრატის ხარისხის ნორმები და გაქრევის რეჟიმები დადგენილი უნდა იყოს ქვაბის ქარხანა-დამამაზადებელის ინსტრუქციით, წყალ-ქიმიური რეჟიმების წარმოების ტიპიური ინსტრუქციების ან ელექტროსადგურში ჩატარებული თბოქიმიური გამოცდების შედეგების მიხედვით.
37. წარმოებიდან დაბრუნებული კონდენსატის ხარისხი უნდა პასუხობდეს შემდეგ ნორმებს:

წარმოებიდან დაბრუნებული კონდენსატის ხარისხის ნორმები
№
დასახელება
განზომილების ერთეული
ნორმა
1
საერთო სიხისტე, არა უმეტესი
მკგ-ექვ/კგ
50
2
რკინის ნაერთების შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
100
3
სპილენძის ნაერთების შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
20
4
სილიციუმმჟავას შემცველობა, არა უმეტესი
მკგ/კგ
120
5
pH
-
8,9 ¸ 9,5
6
პერმანგანანტული ჟანგვადობა, არა უმეტესი
მგ Ο2/კგ
5
7
ნავთობპროდუქტების შემცველობა, არა უმეტესი
მგ/კგ
0,5

დაბრუნებული კონდენსატი არ უნდა შეიცავდეს პოტენციალურად მჟავე ან ტუტე ნაერთებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ საქვაბე წყლის pH-ის დადგენილი ნორმებიდან 0,5 ერთეულზე მეტით გადახრა ფოსფატებით ან ფოსფატებითა და ნატრიუმის ტუტით საქვაბე წყლის უწყვეტი კორექციული დამუშავების დროს (დასაბრუნებელ კონდენსატში პოტენციურად მჟავე ან ტუტე ნაერთების არსებობის დროს იგი არ უნდა იყოს მიღებული ელექტროსადგურის მიერ).
თუ ელექტროსადგურზე დაბრუნებული კონდესანტის ხარისხი ვერ უზრუნველყოფს საკვები წყლის ხარისხს, გათვალისწინებული უნდა იქნას მისი გაწმენდა ამ ნორმების მიღწევამდე.
38. ორგანულ სათბობზე მომუშავე ელექტროსადგურებში, ორთქლისა და კონდენსატის შიგასასადგურო დანაკარგები (მფრქვევანების მუშაობისთვის, ქვაბის გამოქრევის და ორთქლის შემოფრქვევის, წყლით გარეცხვის, კონდენსატის გამწმენდი მოწყობილობების მომსახურების და მაზუთის ცისტერნებიდან დაცლის დანაკარგების გაუთვალისწინებლად) ქვაბების ნორმალური დატვირთვით მუშაობისას (კონდენსაციურ ელექტროსადგურებზე) უნდა იყოს საკვები წყლის საერთო ხარჯის არა უმეტესი 1,0 %. თუ მკვებავი წყლის ფაქტობრივი ხარჯი ნორმალურზე ნაკლებია, შიგასასადგური დანაკარგების ხარჯების ნორმები შესაბამისად იზრდება, მაგრამ არა 1,5-ჯერ მეტად. საერთო დანაკარგების გაანგარიშებისას ტექნოლოგიური მიზნებისათვის წყლისა და ორთქლის ხარჯები მიიღება ნორმებისა და ელექტროსადგურის ციკლში მისი შესაძლო ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ყოველ ელექტროსადგურისათვის ორთქლისა და კონდენსატის დანაკარგების საერთო ნორმებს ყოველწლიურად ამტკიცებს ტექნიკური ხელმძღვანელი, ზემოთ მოყვანილი ნორმებისა და მეთოდური მითითებების საფუძველზე