1. ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) აუცილებელი რაოდენობის და მოთხოვნილი ხარისხის ნორმატიული ტემპერატურის მქონე გამაცივებელი წყლის უწყვეტი მიწოდება;
ბ) ტურბინების კონდენსატორების და ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების დაჭუჭყიანების თავიდან აცილება;
გ) გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება.
2. ტურბინების კონდენსატორების მილებში და სხვა თბოგადამცემ აპარატებში კოროზიის წარმოქმნის, ტექნიკური წყალმომარაგების სისტემებში ხავსმოკიდების, წყლის “დაობების” ან გამაცივებელი წყალსაცავების ზედაპირის წყალმცენარეებით დაფარვის თავიდან აცილების მიზნით გატარებული უნდა იყოს პროფილაქტიკური ღონისძიებები.
ღონისძიებების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივი პირობების, აგრეთვე მათი ეფექტურობის, გარემოს დაცვის პირობების გათვალისწინებით და ეკონომიურობის თვალსაზრისით.
გამაცივებელ წყალსაცავებში ქიმიური საშუალებებით ზედაპირული წყალმცენარეების განადგურება და წყლის “დაობების” წინააღმდეგ ბრძოლა დაიშვება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
3. შხეფსაცივრების და საშხეფო ავზების ექსპლუატაციის დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი, გამომდინარე ხელსაყრელი (ეკონომიური) ვაკუუმის მიღწევის პირობებიდან;
ბ) გამაცივებელი ეფექტურობა ნორმატიული მახასიათებლების მიხედვით;
გ) წყალგამანაწილებელი სისტემების მდგომარეობის კონტროლი დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად და მათი გარეცხვა (არანაკლებ 2-ჯერ წელიწადში – გაზაფხულზე და შემოდგომაზე);
დ) ცხაურებისა და რეზერვუარების ბადეების დათვალიერება მათი გაწმენდით აუცილებლობის შემთხვევაში.
4. მინადუღის წარმოქმნისუნარიანი გამაცივებელი წყლის შემთხვევაში ენერგოობიექტის საექსპლუატაციო პერსონალი ვალდებულია:
ა) შხეფსაცივრებით და საშხეფე მოწყობილობებით აღჭურვილ საბრუნი წყალმომარაგების სისტემაში:
ა.ა). აწარმოოს წყლის გაქრევა, ფოსფატირება ან შესაბამისი კონცენტრაციის მჟავეების გამოყენება, ან გამოიყენოს მისი დამუშავების კომბინირებული მეთოდები;
ა.ბ). დამატებითი წყლის მარილმჟავით, ან გოგირდმჟავით დამუშავების დროს მასში ტუტის ბუფერი შეინარჩუნოს არანაკლებ 1.0 - 0.5 მგ-ექვ/დმ3-ის ფარგლებში;
ა.გ) მჟავის უშუალოდ საცირკულაციო წყალში შეყვანის დროს მისი ტუტიანობა განისაზღვროს არანაკლები 2.0 - 2.5 მგ-ექვ/დმ3-ის ფარგლებში;
ა.დ) გოგირდმჟავის გამოყენების დროს ყურადღება მიაქციოს, რომ საცირკულაციო წყალში სულფატების რაოდენობამ არ მიაღწიოს ბეტონის კონსტრუციების დაშლის, ან კალციუმის სულფატის დალექვის გამომწვევ დონეს;
ა.ე) საცირკულაციო წყლის ფოსფატირების დროს მასში PO3-4 -ზე გადაანგარიშებული ფოსფატების რაოდენობა შეინარჩუნოს 2.0 -2.7 მგ/დმ3-ის ფარგლებში;
ა.ვ) საცირკულაციო წყალში ოქსილიდენდიფოსფონური მჟავის გამოყენების დროს წყალში მისი შემცველობა, ქიმიურ შემადგენლობაზე დამოკიდებულებით, შეინარჩუნოს 0.25 - 4.0 მგ/დმ3-ის ფარგლებში; გამოსაქრევ წყალში ამ მჟავის შემცველობა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზდკ) მიხედვით შეზღუდოს 0.9 მგ/დმ3 -მდე.
ბ) გამაცივებელ წყალსაცავიან საბრუნი წყალმომარაგების სისტემაში:
ბ.ა) აწარმოოს წყლის გამოცვლა მიწოდების მკვებავ წყაროში წყლის საუკეთესო ხარისხის დროს;
ბ.ბ) გამაცივებელი (აგრთვე პირდაპირი გაციების წყალმომარაგების სისტემაში) წყლის გამოცვლით კარბონატული სიხისტის მოთხოვნილ მნიშვნელობამდე შემცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირველი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვების დროს გაითვალისწინოს ტურბინების კონდენსატორების მჟავით გარეცხვის და გამრეცხი ხსნარების გამწმენდი მოწყობილობები.
5. სითბოს გამცემი აპარატების ორგანული ნალექებით დაჭუჭყიანების თავიდან აცილების მიზნით გამაცივებელი წყლის ქლორირების დროს კონდენსატორიდან გამომავალ წყალში აქტიური ქლორის რაოდენობა უნდა მერყეობდეს 0.4 - 0.5 მგ/დმ3 -ის ფარგლებში;
ტექნიკური წყალმომარაგების პირდაპირი გაცივების და გამაცივებელ წყალსაცავიან წყლის საბრუნი სისტემების გამავალ არხებში აქტიური ქლორის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ქლორირება უნდა მოხდეს ერთ ან ორ კონდენსატორში შემავალ გამაცივებელ წყალში ქლორის ხსნარის შერევით.
6. შხეფსაცივრებით და საშხეფე მოწყობილობებით აღჭურვილი საბრუნი წყალმომარაგების სისტემაში წყალმცენარეების გასანადგურებლად წყლის შაბიამნით დამუშავების დროს გამაცივებელ წყალში მისი შემცველობა უნდა მერყეობდეს 3 – 6 მგ/დმ3 -ის ფარგლებში;
შაბიამნით დამუშავების დროს გამოსაქრევი წყლის საბრუნი წყალმომარაგების სისტემიდან წყლიან ობიექტებში გადაგდება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.
გამაცივებელ წყალსაცავებში წყლის „დაობების” წინააღმდეგ საბრძოლველად შაბიამანის გამოყენების დროს წყალში მისი შემცველობა უნდა მერყეობდეს 0.3-0.6, ხოლო პროფილაქტიკური დამუშავების დროს - 0.2-0.3 მგ/დმ3 -ის ფარგლებში;
7. ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების (უხეში ცხაურების, წყალგამწმენდი ბადეების კონსტრუქციული ელემენტების, წყალმიმღები და წყალშემწოვი კამერების და სადაწნეო წყალსატარების ზედაპირების) მოლუსკებით, ხავსით და სხვა ბიოორგანიზმებით დაფარვის შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს მიკრობებისადმი მედეგი საფარები, ხორციელდებოდეს ტრაქტების ცხელი წყლით ჩარეცხვა, დამხმარე მოწყობილობებში შემავალი გამაცივებელი წყლის ყოველთვიური ქლორირება 4-5 დღე-ღამის ხანგრძლივობით და მასში აქტიური ქლორის შემცველობის დოზის 1.5 - 2.5 მგ/დმ3 ფარგლებში შენარჩუნებით.
8. ტექნიკური წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობების და ჰიდროგამაცივებლების მუშაობამ უნდა უზრუნველყოს კონდენსაციური დანადგარების ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულება.
გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს არაენერგეტიკული დარგების მომხმარებელთა მოთხოვნილებები და გარემოს დაცვის პირობები.
9. პირდაპირი დინების, კომბინირებული და გამაცივებელწყალსაცავიანი წყლის საბრუნი სისტემების დროს თოშწარმოქმნის საწინააღმდეგო და წყალმიმღების ცხაურების გათბობის მიზნით უნდა განხორციელდეს თბილი წყლის რეცირკულაცია. მისი ჩართვა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი ინსტრუქციით.
10. საცირკულაციო ტრაქტებიდან ჰაერის გამოდევნის პერიოდულობა ისე უნდა შეირჩეს, რომ მათში გამოირიცხოს სიფონის სიმაღლის 0.3 მ-ზე მეტი სხვაობით შემცირება საპროექტო მნიშვნელობასთან შედარებით.
11. სისტემების დაჭუჭყიანების გამო საცირკულაციო ტუმბოს წნევის საპროექტო სიდიდიდან გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მ-ს, ხოლო მუშა თვლის ფრთებს და კორპუსს შორის ღრეჩოების გაზრდის და მუშა თვლის ფრთების არაიდენტური მდგომარეობის გამო ტუმბოს მარგი ქმედების კოეფიციენტის (მ.ქ.კ-ს) შემცირება - 3%-ს.
12. საცირკულაციო წყლის გამაცივებლების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ორთქლ-ტურბინული დანადგარების ყველაზე ხელსაყრელი (ეკონომიური) ვაკუუმის მიღწევის პირობიდან გამომდინარე, მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი;
ბ) ნორმატიული მახასიათებლების შესაბამისი გაცივების ეფექტურობა.
13. ჰიდროგამაცივებლების, წყალართმევის და წყალსაგდები ნაგებობების მუშაობის ოპტიმალური რეჟიმები უნდა შეირჩეს კონკრეტული მეტეოროლოგიური პირობების და ელექტროსადგურის კონდენსაციური დატვირთვებისთვის დამუშავებული რეჟიმული რუკების შესაბამისად.
გამაცივებლის გამოსასვლელთან ნორმატიული მახასითებლებით დადგენილ სიდიდესთან შედარებით გამაცივებელი წყლის დღე-ღამური ტემპერატურის 1 0С- ით და უფრო მეტით აწევის შემთხვევაში გამოკვლეული და აღმოფხვრილი უნდა იყოს გაცივების უკმარისობის მიზეზი.
14. ტრანზიტული ნაკადის და გამაცივებელი წყალსაცავის წყალბრუნვის ზონებში ზედაპირული წყალმცენარეების აღმოცენების შემთხვევაში ისინი უნდა განადგურდნენ ბიოლოგიური ან მექანიკური მეთოდით.
15. შხეფსაცივრების ძირითადი კონსტრუქციების (კოშკის ელემენტები, შემოყინულობის საწინააღმდეგო ტამბური, წყალსაჭერი, სარწყავი, წყალგამანაწილებელი მოწყობილობები და სავენტილაციო დანადგარები) და საშხეფი მოწყობილობების დათვალიერება უნდა ხორციელდებოდეს ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დათვალიერების შედეგად გამოვლენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრას. ჰაერის დადებითი ტემპერატურის დროს ტამბურის მოსაბრუნებელი ფარები მოყვანილი და დაფიქსირებული უნდა იქნენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ლითონის კონსტრუქციების ანტიკოროზიული საფარის და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამცავი ფენის აღდგენა უნდა ხდებოდეს აუცილებლობის მიხედვით. წყალსაგდები აუზების და შხეფსაცივრების კოშკების გარსაცმის ფურცლებს უნდა ჰქონდეთ საიმედო ჰიდროიზოლაცია.
16. შხეფსაცივრების და საშხეფი ავზების წყალგამანაწილებელი სისტემები უნდა გაირეცხოს წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გამოგნესილი საქშენები უნდა გაიწმინდონ დროულად, ხოლო მწყობრიდან გამოსულები – შეიცვალოს. შხეფსაცივრების წყალსაგდები აუზები ლამის და ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ.
17. შხეფსაცივრების რემონტის დროს გამოსაყენებელი ხის კონსტრუქციები უნდა იყოს ანტისეპტირებული, ხოლო სამაგრი დეტალები – მოთუთიებული.
18. შხეფსაცივრების სარწყავების კონსტრუქციები უნდა გასუფთავდნენ მინერალური და ორგანული დანალექებისაგან.
19. შხეფსაცივრების და საშხეფი მოწყობილობების ცხაურები და ბადეები უნდა დათვალიერდეს ცვლაში ერთხელ და აუცილებლობის მიხედვით გაიწმინდოს მათზე 0.1 მ-ზე მეტი სიმაღლის დონეთა სხვაობის წარმოქმნის თავიდან ასცილებლად.
20. ზამთრის პერიოდში შხეფსაცივრების და საშხეფი ავზების ექსპლუატაციის დროს აუცილებელია:
ა) არ იყოს დაშვებული კონსტრუქციებისა და მიმდებარე ტერიტორიების შემოყინულობა;
ბ) შხეფსაცივრის ან საშხეფი მოწყობილობის ხანმოკლე გამორთვის დროს ავზში ყინულის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მასში თბილი წყლის ცირკულაცია;
გ) მომუშავე შხეფსაცივრებში სარწყავის მოყინვის თავიდან ასაცილებლად 1 მ2 მოსარწყავი ფართის მორწყვის სიმკვრივე არ უნდა იყოს 6 მ3/სთ-ზე ნაკლები, ხოლო შხეფსაცივრიდან გამოსული წყლის ტემპერატურა – 10 0C-ზე ნაკლები;
21. მიმდებარე მოწყობილობების, კონსტრუქციული ელემენტების და ტერიტორიის ზამთრის პერიოდში მოყინვის თავიდან ასაცილებლად საშხეფმა მოწყობილობებმა უნდა იმუშაონ შემცირებულ წნევაზე. წყლის ხარჯის დაკლების დროს უნდა დაიხშონ განაპირა საქშენები და გამოირთონ გამანაწილებელი მილგაყვანილობები.
საშხეფ საქშენებთან წნევის შემცირება უნდა განხორციელდეს მომუშავე სექციების მაქსიმალურ რაოდენობაზე წყლის საერთო ხარჯის შემცირებით და თბილი წყლის ნაწილის უქმი წყალსაშვით შემკრებ აუზში გადაგდებით. საშხეფი მოწყობილობიდან გამოსული წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 10 0C-ზე ნაკლები.
22. ხის, პოლიეთილენის, ან სხვა აალებადი მასალისგან დამზადებული კონსტრუქციების მქონე შხეფსაცივრის ექსპლუატაციიდან დროებითი გამორთვის დროს უნდა დაიხუროს საჰაერო ფანჯრები და დაწესდეს მისი ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა.
23. მეტალის გარსაცმიანი შხეფსაცივრების გამწოვი კოშკების დეტალური დათვალიერება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ, ხოლო რკინა-ბეტონის გარსაცმიანის - არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
24. ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების დათვალიერება და გამოცდა უნდა მოხდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
გამოცდის ჩატარება აუცილებელია აგრეთვე ექსპლუატაციის პროცესში ტექნიკური წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობების კონსტრუქციულ შესრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების დროს.
თავი V
ელექტროსადგურებისა და თბური ქსელების თბომექანიკური მოწყობილობ
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 19. ტექნიკური წყალმომარაგება
თავი IV — ელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალთა მეურნეობა. ჰიდროტექნიკური დანადგარები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 3%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საწარმოო შენობა-ნაგებობები და სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები
- მუხლი 14. ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი მექანიკური მოწყობილობები
- მუხლი 15. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის ზედამხედველობა
- მუხლი 16. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მექანიკური მოწყობილობები
- მუხლი 17. ელექტროსადგურების წყალთა მეურნეობა, ჰიდროლოგიური და მეტეოლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 18. ჰიდროტურბინული დანადგარები
- მუხლი 20. სათბობ-სატრანსპორტო მეურნეობა
- მუხლი 21. თხევადი სათბობი
- მუხლი 22. გაზისებრი სათბობი
- მუხლი 23. ორთქლისა და წყალგამაცხელებელი საქვაბე დანადგარები
- მუხლი 24. ორთქლტურბინიანი დანადგარები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-19/