მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ა.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“;
ა.ი) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სავალდებულო – ინჟინერია; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური;
გ) მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
დ) კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, AutoCAD სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ