სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სავალდებულო – ინჟინერია; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი ინჟინერიის მიმართულებით; სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ