საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.გ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.დ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ბ) მსოფლიო ბანკის ან/და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შესყიდვების სახელმძღვანელოებისა და პროცედურების ცოდნა;
გ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სასურველი – ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი ან სოციალური მეცნიერებები; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური; სასურველი – რუსული;
დ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნ