ა) სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და საჭირო ღონისძიებების გატარება;

ბ) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების/მოდელების მომზადება;

გ) სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესახებ ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება, ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი და სხვა ღონისძიებების (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა) იდენტიფიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების, საინვესტიციო და სხვა წინადადებების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ დონორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების პროცესისა და დადებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის კოორდინაცია;

ზ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

თ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

ი) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე