ა) რეგიონის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
გ) სამინისტროს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება;

დ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიზნით პროგრამებისა და ქვეპროგრამების (მათ შორის, ძირითადი ჩარჩო მოთხოვნები – ბენეფიციართა წრე, ძირითადი კრიტერიუმები, თანადაფინანსების პრინციპი და სხვა) დაგეგმვა და ინიციირება;

ე) პროგრამების/ქვეპროგრამების დაგეგმვისა და ინიციირების მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების და სისტემის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ წარმოდგენილი ყოველკვარტალური ანგარიშების, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული/დაწესებულება და სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი) კოორდინაციით განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

ზ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

თ) სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და საჭირო ღონისძიებების გატარება;

ი) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების/მოდელების მომზადება;

კ) სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესახებ ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება, ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი და სხვა ღონისძიებების (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა) იდენტიფიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების, საინვესტიციო და სხვა წინადადებების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

ნ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ დონორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების პროცესისა და დადებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის კოორდინაცია;

ო) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

პ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

ჟ) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზება;

რ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;

ს) ა.მ.ა.გ.-ებისა და სხვა ფერმერული ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, შესწავლა, ანალიზი და სამინისტროს მიერ შესაბამისი წლის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილი პრიორიტეტული საჭიროებების წარმოდგენა;

ტ) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი მხარდაჭერისა და განვითარების პერსპექტივების დონორ(ებ)თან კოორდინაცია;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;

ფ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;

ღ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ყ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტუ