1. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველოს უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი – მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სავალდებულო – ინჟინერია; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი ინჟინერიის მიმართულებით; სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ა.გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
ა.დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) უმაღლესი განათლება; მიმართულება: სასურველი – ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ინჟინერია ან სოციალური მეცნიერებები; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;
გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის სტაჟი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი – Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნ