1. ელექტროსადგურებისა და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წინამდებარე წესები (შემდგომში – წესები) მოიცავს ენერგეტიკული ობიექტების ექსპლუატაციის ძირითად ორგანიზაციულ და ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთა უპირობო შესრულება უზრუნველყოფს ენერგეტიკული სისტემის ყველა რგოლის ეკონომიურ, საიმედო და გამართულ მუშაობას.
2. წინამდებარე წესები ვრცელდება ორგანულ სათბობზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე, ჰიდროელექტროსადგურებზე, ელექტრო და თბურ ქსელებზე, ასევე ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს ამ ობიექტებისათვის (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად).
3. ენერგოობიექტში უნდა დაწესდეს მუდმივი კონტროლი წინამდებარე წესების მოთხოვნების შესრულებაზე და ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე.
4. ამ წესების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირებს.
თავი II
ექსპლუატაციის ორგანიზებ