1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსს – მოადგილე. დეპარტამენტის დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულების მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ან დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, ხოლო ასეთის არარსებობისას – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას – სტრუქტურული ერთეულის ან სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. დეპარტამენტის დირექტორი, სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მათი მოადგილეები, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

7. სააგენტოს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე არის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.

თავი IV. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სტრუქტურული ერთეულები დატერიტორიული სამსახურე