1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს/სამსახურს ხელძღვანელობს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და კანონიერად გამოყენებაზე;

დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

თ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ი) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს აბარებს სააგენტოს უფროსს, კურატორ უფროსის მოადგილეს;

კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.

6. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს არ ჰყავს მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების/სამმართველოს უფროსი.

7. დეპარტამენტის/სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს/განყოფილების უფროსი:

ა) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციას;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ