1. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს განვითარების ერთიანი ხედვის, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებასთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
გ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემას.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირება;
ბ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებასთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზება;
ე) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრენინგების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
ზ) სააგენტოს ლოგოს გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოოორდინაცია;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს განვითარებასთან დაკავშირებული უწყებრივი დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია, განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
ბ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების ზედამხედველობა და კოორდინაცია;
გ) გარემოს დაცვის და სატყეო სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა, არსებული სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგების კოორდინაცია, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
დ) საინვესტიციო პროგრამების მომზადება;
ე) სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის ხელშეწყობა, მათ შორის: თანამშრომლობის გაღრმავება ან/და დამყარება სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებსა და ასოციაციებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ