1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულებების შეუსრულებლობისას კონტრაქტორზე დაკისრებული პირგასამტეხლოები და სხვა ჯარიმები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, ასევე სააგენტოს განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული