1. სატყეო სამსახური არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანო.

2. სატყეო სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.

3. სატყეო სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

4. სატყეო სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესი