1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებასა და საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ასევე, ამ მუხლით სამსახურის უფროსზე დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და კანონიერად გამოყენებაზე;

დ) წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე, ანიჭებს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე;

ე) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ვ) დადგენილი წესით ახორციელებს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;

ზ) ახორციელებს კონტროლს ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე;

თ) მონაწილეობს ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან, მათ შორის, ხე-ტყის დამზადების დაგეგმვასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში;

ი) მონაწილეობს ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში, ახორციელებს კონტროლს ტყის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში სათანადო ორგანოებს დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღებისა და საფრთხის შესახებ;

კ) მონაწილეობს ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს და აღკვეთს ტყის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამის ოქმებს;

მ) სააგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ნ) ახორციელებს კონტროლს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და შენახვაზე;

ო) სააგენტოს წინაშე შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ფინანსური რესურსების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის;

პ) სააგენტოს უფროსს აბარებს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ,,უფროსი მეტყევე”.

4. უფროსი მეტყევის უფლებამოსილებებია:

ა) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის აღრიცხვა, ტყითსარგებლობა, ტყის მოვლა-აღდგენა) განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ბ) ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, გახსნასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, ასევე ტყეკაფების მონიშვნის მასალების დოკუმენტური შემოწმებისა და გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კონტროლის ორგანიზება;

გ) ლიცენზიის მფლობელის ან სხვა შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით შემოწმების ორგანიზება. შეუსაბამობის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ტყეკაფის გადამოწმების ორგანიზება;

დ) ტყის მართვის გეგმის შედგენაში მონაწილეობა;

ე) ტყითსარგებლობის გეგმების განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) ტყის მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. სატყეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების კონტროლის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

თ) ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნისამებრ მომზადება და მიწოდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებისთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა;

კ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, რომლის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 512, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 661, 67 (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

ლ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით ან/და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. უფროსი მეტყევის მითითებები და დავალებები, რომლებიც უკავშირდება მის უფლებამოსილებებს, სავალდებულოა შესასრულებლად სატყეო სამსახურის თანამშრომლებისთვის.

6. უფროსი მეტყევე ანგარიშვალდებულია სატყეო სამსახურის უფროსის წინაშ