სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სატყეო სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) ტყის საზღვრების დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) დადგენილი წესით, ტყის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
დ) ტყის მოვლისა და აღდგენის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;
ე) დადგენილი წესით ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების, ასევე აღდგენილ ფართობებზე მოვლის ღონისძიებების დროულად განხორციელების კონტროლი;
ზ) ტყის დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების ხელშეწყობა;
კ) შესაბამისი საინფორმაციო ელექტრონული სისტემების წარმოება;
ლ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და განხილვაში მონაწილეობა;
ნ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ო) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელ- დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ჟ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტებისა და ხე-ტყის დამზადების ბილეთის დადგენილი წესით გაცემა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით მერქნული რესურსის დახარისხება;
ტ) შესაბამისი აქტების დამტკიცებამდე (ხელმოწერამდე) ტყეკაფის მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, ასევე გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმება. ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების კამერალური შემოწმებისას შეუსაბამობის ან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოყოფილი ტყეკაფის საველე შემოწმება, ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილ ტყეკაფში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალების გადაგზავნა სალიცენზიო პირობების კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის;
უ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, რომლის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 512, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 661, 67-ე (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
ფ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმეებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი;
ყ) სამსახურის საქმისწარმოება და კონტროლის განხორციელება სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულებაზე;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ