1. სატყეო სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული სატყეო სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით.

2. სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტერიტორია, დადგენილი წესით, იყოფა სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად). სატყეო უბანს ხელმძღვანელობს სატყეო უბნის უფროსი.

3. სატყეო უბნის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სპეციალისტების საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ბ) აკონტროლებს სპეციალისტების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) მონაწილეობს სააგენტოსთვის გადმოცემული ხე-ტყის მიღებისა და რეალიზების პროცესში;

დ) სატყეო სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) მონაწილეობას იღებს ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში;

ვ) ახორციელებს სააგენტოს მიერ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის გაცემის პროცესის მონიტორინგს;

ზ) ახორციელებს ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების მონიტორინგს;

თ) მონაწილეობს ტყის აღრიცხვის სამუშაოების მონიტორინგში;

ი) წარუდგენს სატყეო სამსახურის უფროსს წინადადებებს სპეციალისტების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სატყეო უბანში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

ლ) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

მ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ან/და განახორციელოს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სატყეო სამსახურის უფროსის, „უფროსი მეტყევის” სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებს.

4. სატყეო სამსახურში სააგენტოს საშტატო ნუსხით ასევე განისაზღვრება შესაბამისი რაოდენობის მეტყევე, ხე-ტყის დამზადების ინჟინერი, უფროსი სპეციალისტი, ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი, სპეციალისტი და ოპერატორი.

5. მეტყევის კომპეტენციაა:

ა) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) ტყის მართვის გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

გ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალური გამოკვლევის განხორციელება;

დ) ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა ან მათში მონაწილეობის მიღება;

ე) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) სატყეო სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მერქნული რესურსის დახარისხება;

ი) მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, რომლის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 512 , 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 661, 67-ე (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

კ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. ხე-ტყის დამზადების ინჟინრის კომპეტენციაა:

ა) ხე-ტყის დამზადების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;

ბ) ხე-ტყის დამზადების ტექნიკური დავალებების შედგენაში მონაწილეობა;

გ) სააგენტოს მიერ დაგეგმილი ხე-ტყის დამზადების პროცესის მონიტორინგი;

დ) დამზადებული ხე-ტყის მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;

ე) დამზადებული ხე-ტყის რეალიზაციის მიზნით აუქციონისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სააგენტოში წარმოდგენის ორგანიზება;

ვ) სატყეო სამსახურის უფროსის და უფროსი მეტყევის სხვა დავალებების შესრულება.

7. ანალიტიკოსის კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და შესაბამისი დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ატვირთვა;

ბ) ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მოდულების შემუშავებისა და/ან მოქმედ სისტემაში ცვლილებების შეტანის სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარე მომხმარებლების მიერ ასახულ მონაცემებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების ინფორმირების უზრუნველყოფა;

დ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სატყეო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა;

ე) სატყეო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

ვ) დადგენილი წესით ხე-ტყით წარმოშობის დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გაცემის აღრიცხვა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. საქმისმწარმოებლის კომპეტენციაა:

ა) სატყეო სამსახურში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისათვის;

გ) სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და სხვა დავალებების შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

9. სპეციალისტის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

ბ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და შესაბამისი ორგანოებისათვის საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;

გ) ტყის ტერიტორაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, რომლის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 512, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 661, 67 (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

თ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევისა” და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

10. ოპერატორის კომპეტენციაა:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გაწერა;

ბ) სააგენტოს მატერიალური მარაგების, ასევე სააგენტოს მიერ დამზადებული და გადმოცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

11. სატყეო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ასევე, სატყეო სამსახურისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად.

12. სატყეო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ლუქი. სატყეო სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ სპეციალურ ტანსაცმელში (უნიფორმაში), განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით.

13. სატყეო სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო).

14. სატყეო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღ