მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირების განხორციელებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო
თავი XIX — ტყის სფეროში შესაბამისი აკადემიური განათლება და პროფესიული განათლება
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირებას ახორციელებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული რანგირება ხორციელდება და მოთხოვნები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი XX
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვის გარანტიე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.05.2020).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
…ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლიან ერთმანეთს“. კასატორის მოსაზრებით, ასევე არარელევანტურია „ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის…
მუხლი 5. სატყეო სამსახურის შემადგენლობა— საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ