1. სააგენტოს თავმჯდომარეს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს;
თ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას;
ი) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ლ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;
მ) სააგენტოს სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ნ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ო) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
პ) სააგენტოს უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, განსაზღვრავს მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;
ჟ) აუქმებს ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემულ არამართლზომიერ ან/და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
რ) შუამდგომლობს სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ;
ს) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;
ტ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დირექტორ